ყივჩაყთა გადმოსახლება საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{წყარო}}
{{ვიკი}}
{{ექსპერტი}}
'''ყივჩაყთა გადმოსახლება საქართველოში 1118''', საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ჩატარებული ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული ლაშქრის გაძლიერებას. საქართველოს გაერთიანებისა და თურქ-სელჩუკთა განდევნისათვის ბრძოლაში [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებელმა]] [[1116]] წლისათვის დიდ წარმატებას მიაღწია: შემოიერთა [[კახეთი]], [[ლორე]], [[გიში]], [[რუსთავი]], [[სამშვილდე]] და სხვა ქალაქები. სელჩუკთა ხელში რჩებოდა [[თბილისი]], [[დმანისი]] და რამდენიმე ციხე, ბრძოლებით დასუსტებულ ქართველ ლაშქარს უძნელდებოდა თურქთა განდევნა და დავით აღმაშენებელმა უცხოეთიდან დამხმარე ძალის მოწვევა გადაწყვიტა. ასეთ ძალად მან მიიჩნია [[ყივჩაყები]], რომელთა მხედრობაც განთქმული, მობილური და ადვილად შესანახი იყო.