ხიხანის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
წაიშალა კატეგორია საქართველოს ციხესიმაგრეები; კატე
No edit summary
ხაზი 12:
 
ამასობაში სელიმმა სულთანს კაცი გაუგზავნა: "შენთან მოვიდე, ყველაფერი მოგახსენო და თუ მტყუანი ვიყო მაშინვე მომკალიო". მაგრამ სანამ სულთანის პასუხი მოვიდოდა სელიმის საუბედუროდ ციხე შიგნიდან გატყდა. მის ბაირაღთარს ვერცხლის მოყვარეობამ სძლია, მუჰამედის მიერ მოსყიდული იქნა და ციხის კარების გასარები მისცა... სელიმი ციხიდანგამოიყვანეს და სანამ თავს მოჰკეთდენ სამი დღე-ღამე არ აძინეს, რომ თავის მოკვეთისას ტანჯვა არ ეგრძნო.. ბოლოს ნახეს ერთი არტანუჯელი სომეხი , მისცეს ართი ოქრო და იმანც მოჰკვეთა თავი სოფელ ბაკოს ზემოთ, სწორედ იმ ადგილას რომელსაც "სერი-ყანა" ჰქვიან. მერე ეს ცომეხი სელიმის შვილს უნახავს და მოუკლავს. ამ აჭარელი გმირის სიკვდილის შემდეგ 2 სთ.-ც არ გასულიყო რომ სულთნის ფირმანიც მოსულა: " თუ დაიჭირეთ სელიმი ცოცვალი მომგვარეო ". მაჰმუდ-ფაშამ ამის მაგიერ სელიმის თავი სულთანს ჩაუტანა სტამბოლში, როგორც ტროფეი. სულთანს ძალიან ეწყინა და ჰკითხა: '" ფირმანი რა უყავიო". სიკვდილის შემდეგ მოვიდაო _ რაკი ასეთი კაცის დაფასება არ გცოდნია და არ დაგნანია, აღარც მე მეცოდებიო". და ბრძანა მისთვის თავი მოეკვეთათ. სელიმის თავი სტამბოლშია დაკრძალული და ქების წარწერაც აქვს მის საფლავის ქვასაო".
 
== ლიტერატურა ==
* ახვლედიანი ხ. ხიხანის ციხისა და ეკლესიის ისტორიისათვის //ქართული მატერიალური კულტურის ძეგლები აჭარაში.-ბათუმი.-1955.-გვ.29-84.
სოფ. ხიხაძირში, მთაზე შემორჩენილი უძველესი ციხის ნანგრევებისა და მის შიგნით, წმ. გიორგის სახ. ეკლესიის შესახებ. ტბელ აბუსერიძის ცნობა ეკლესიის აგების, მისი ამშენებლისა და ციხის სტრატეგიული მნიშვნელობის თაობაზე. მოხსენიებულნი არიან: ლ. მუსხელიშვილი, თ. ჟორდანია.
* მამულაძე თ. ხიხანი. ჩანახატი //კოლექტიური შრომა (ხულო).-1967.-29 აგვისტო.
მოთხრობილია თურქთაგან აჭარის განთავისუფლებისათვის ბრძოლის დროს ხიხანის ციხის ღალატით აღებისა და იქ გამაგრებული სელიმ ხიმშიაშვილის დაღუპვის შესახებ.
* ხალვაში ი. ხიხანი ლეგენდებსა და ქართველ მწერალთა ნაწარმოებებში //საბჭოთა აჭარა.-1967.-6 ივლისი.
* ხიხანის ციხე (ხირხათის ციხე) //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.XI.-თბ.,1987.-გვ.486.
მოკლე ცნობები სხალთის ხეობაში ნაგები ხიხანის (ხირხათის ციხის შესახებ.
* აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა: ცნობარი.ნაკვ.II.-თბ.,1987.-გვ.98.
ხირხათის ციხის (შემორჩენილია ოთხი კოშკი) მოკლე აღწერილობა.
* ხიხანისციხე //მამულაძე შ. აჭარისწყლის ხეობის მატერიალური კულტურის ძეგლები: გზამკვლევი.-[ად.ა.).,2000.-გვ.21-32.
სხალთა-ხიხანის წყლის სათავეებთან, არსიანის მთის ერთ-ერთ განშტოებაზე, სტრატეგიული თვალსაზრისით ხელსაყრელ ადგილზე აგებული, ნანგრევების სახით შემორჩენილი ხიხანის ციხესიმაგრის, გალავნის, ოთხი კოშკისა და ციხის მოკლე ხუროთმოძღვრული აღწრილობა. წრილობითი წყაროები ძეგლის შესახებ. ციხის ამგებად მოხსენიებულია ტბელ აბუსერიძე (ძმების -აბუსერისა და ვარდანის დავალებით). ტექსტს დართული აქვს ციხესიმაგრის ნანგრევების ფოტოები.
* ყაზბეგი გ. ზემო აჭარა //კრ. იყო და მარად იქნება.-ბათუმი, 1978.-გვ.117-118.
მოკლე ცნობა ხირხათის მთაზე აგებულ ციხესიმაგრეში შემავალ კოშკებსა და გალავანზე.
* ახვლედიანი ხ. სიძველეთა ძეგლები ხიხაძირის ხეობაში //სახალხო განათლება.-1948(21 ოქტ.).-გვ.3.
* კახიძე ა. და სხვ. სხალთისწყლის ხეობის მატერიარული კულტურის ძეგლები //ძეგლის მეგობარი.-1982.-კრ.59.-გვ.25-28.
ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და საქართველოს არქიტექტორთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის გაერთიანებული ექსპედიციის მიერ მოპოვებული მასალების შესახებ (სხალთის, ხიხაძირისა და თხილვანაას ეკლესიები).
 
 
[[კატეგორია:აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხუროთმოძღვრების ძეგლები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხიხანის_ციხე“-დან