ჯანდაცვა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+კატ.
ხაზი 1:
'''ჯანდაცვა''' (ჯანმრთელობის დაცვა) არის [[სახელმწიფო]], სოციალ–ეკონომიკურ, [[მედიცინა|სამედიცინო]] და [[საზოგადოება|საზოგადოებრივ]] ღონისძიებათა სისტემა, რომლის მიზანია ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვა, [[დაავადება|დაავადებების]] თავიდან აცილება და [[მკურნალობა]], [[სიცოცხლე|სიცოცხლის]] გახანგრძლივება. ჯანდაცვა ზოგიერთ ქვეყანაში ეფუძნება უფასო სამედიცინო დახმარების და მედიცინის პროფილაქტიკური ღონისძიებების მიმართულებებს, სხვაგან - სახელმწიფოს მხრიდან იგი რეგლამენტირებულია [[ეპიდემია|ანტიეპიდემიური]] სამუშაოების ჩატარებით, ხოლო ძირითადი მომსახურება გადატანილია კერძო სექტორში.
 
 
ჯანმრთელობის დაცვის მეთოდები, ინდივიდუალური და კომპლექსური პროფილაქტიკული ღონისძიებები , [[ბიოსფერო|ბიოსფეროზე]] მეთვალყურეობისა და კონტროლის ხერხები, დაავადებათა [[დიაგნოსტიკა|დიაგნოსტიკისა]] და მკურნალობის მეთოდები ინტერნაციონალურია, მაგრამ ყოველი ქვეყნისათვის დამახასიათებელია ეროვნული თავისებურებები და ტრადიციები.
 
ჯანდაცვის სრულფასოვნად განხორციელებისათვის აუცილებელია ძვირადღირებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, საავადმყოფოების და ამბულატორულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების ([[პოლიკლინიკა]], [[დისპანსერი]], [[პროფილაქტორიუმი]]) ფართო ქსელი, სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური, დედათა და ბავშვთა დაცვის სამსახურები.
 
 
===იხილეთ აგრეთვე===
Line 14 ⟶ 11:
*[[მედიცინა]]
 
[[კატეგორია:ჯანდაცვა|*]]
[[ar:صحة]]
[[bg:Здраве]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯანდაცვა“-დან