ანდეზიტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ანდეზიტი''' (სახელი ეწოდა ანდების მიხედვით), [[ვულკანი|ვულკან...
 
No edit summary
ხაზი 1:
'''ანდეზიტი''' (სახელი ეწოდა [[ანდები]]ს მიხედვით), [[ვულკანი|ვულკანური]] წარმოშობის საშუალო მჟავიანობის [[ქანი (გეოლოგია)|ქანი]], მუქი რუხი ან მოწითალო ფერისა. მჭიდრო, ზოგჯერ ფოროვანი, პორფირული აგებულებისაა. ძირითადი მასა [[ვულკანური მინა|ვულკანური მინის]], [[პლაგიოკლაზი]]სა და [[პიროქსენი]]ს მიკროლითების ნარევია, პორფირული გამონაყოფებია პლაგიოკლაზი ([[ანდეზინი]]) და ერთი ან რამდენიმე მუქი [[სილიკატი]]:[[ავგიტი]], [[რქატყუარა]], ზოგჯერ [[ჰიპერსტენი]] ან [[ბიოტიტი]]. არჩევენ ორპიროქსენიან, [[ქარსი|ქარსიან]], ჰიპერსტენიან ანდეზიტს და სხვა სახესხვაობებს. ანდეზიტი ფართოდაა გავრცელებული ძველი ან თანამედროვე ვულკანიზმის რაიონებში. [[საქართველო]]ში გვხვდება [[ყაზბეგის მუნიციპალიტეტი|ყაზბეგის მუნიციპალიტეტში]] (ვულკანები:[[მყინვარწვერი]], [[ქაბარჯინა]]), მდინარეების [[დიდი ლიახვი|დიდი]] და [[პატარა ლიახვი]]ს, [[ქსანი|ქსნისა]] და [[არაგვი]]ს სათავეებში ([[ყელის ზეგანი|ყელის ვულკანური ზეგანი]]), [[აჭარა-თრიალეთის ქედი|აჭარა-თრიალეთის ქედზე]] ([[ბორჯომი|ბორჯომ]]-[[ბაკურიანი]], [[ციხისჯვარი]], [[გუჯარეთი]]), [[ჯავახეთის ზეგანი|ჯავახეთის ზეგანზე]] ([[აბულ-სამსარის ქედი|აბულ-სამსარისა]] და [[ჯავახეთის ქედი|ჯავახეთის ქედები]]). ანდეზიტს იყენებენ საშენ და მჟავაგამძლე მასალად.
 
==გამოყენებული ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანდეზიტი“-დან