ემო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გაფორმება, სტილის გამართვა, პუნქტუაცია
r2.5.2) (ბოტის წაშლა: tr:Emotional rock შეცვლა: ru:Эмо (музыкальный стиль); cosmetic changes
ხაზი 1:
{{ვიკიფიცირება}}
{{სტილი}}
== ემო კულტურა ==
ემო XXI საუკუნის ახალგაზრდული მოძრაობაა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია [[ევროპა]]სა და [[აშშ|ამერიკაში]]. ემო კულტურა ძალიან განსხვავდება სხვა არსებული კონტრკულტურებისგან, ძირითადად იმით, რომ ის ასაკობრივია: ემო ძირითადად თინეიჯერული მოძრაობაა. რა თქმა უნდა, არსებობენ ემო ჯგუფები, სადაც თინეიჯერებზე ბევრად უფროსი მუსიკოსები უკრავენ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ემოები არიან, ემო არამარტო გარეგნულ არამედ მსოფლმხედველურ ერთიანობასაც გულისხმობს.
 
== იმიჯი ==
ემოები თავს ბავშვებად მიიჩნევენ, შესაბამისად, ისინი გამოიყურებიან და იქცევიან როგორც ბავშვები. მათი ჩაცმის სტილი ძალიან კონტრასტულია: შავისა და ღია, ძირითადად, ვარდისფერი და იისფერის შეხამება, რომელიც იგრძნობა არა მარტო ტანსაცმელში, არამედ მათ გარეგნობაშიც. ეს ორი ფერი არა მხოლოდ ვიზუალურ დატვირთვას ატარებს: შავი-დეპრესიულობის, ღია კი პირიქით - პოზიტივისა და ბედნიერების სიმბოლო.
 
ხაზი 19:
ემოების გარკვეული ნაწილი straight edger-ია, თუმცა ეს ახსნადია: ეს ორი სუბკულტურა ჰარდკორიდან მოდის, თუმცა straight edge მაინც განსხვავებული და თვითმყოფადი მოვლენაა. ასევე ემოების დიდი ნაწილი ვეგეტარიანელია და ბევრი მათგანი გაწევრიანებულია სხვადასხვა გარემოს დაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებში.
 
== კონფლიქტები ==
ეს სუბკულტურა იმითიც გამოირჩევა სხვებისგან, რომ ალბათ ალტერნატიულ კულტურებს შორის ყველაზე დიდ აგრესიას იწვევს არამარტო მასაში, არამედ ალტ-კულტურის სხვა წარმომადგენლებშიც, რაც ძირითადად იგრძნობა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც ჯერ კიდევ ჩანასახის დონეზეა ნებისმიერი სუბკულტურა და არც ემოა გამონაკლისი.
 
ასევე აგრესიას იწვევს ემო კულტურის სუიციდურობა, კერძოდ, ძალიან გახშირდა ამერიკის შეერთებულ შტატებში სუიციდის ფაქტები ემო კულტურის წარმომადგენლებს შორის. ხშირია ფაქტები, როცა სუიციდის მცდელობები კონცერტის მიმდინარეობისას ხდება.
 
== ნამდვილი ემო ==
მიუხედავად იმისა რომ ემო კულტურა ძალიან ახალგაზრდაა, უკვე ფაქტიურად ორად გაიყო. ერთი ნაწილი თავს თრულ ემოს (ანუ ნამდვილ ემოს) უწოდებს და დანარჩენები პოზიორებად მიაჩნია, რომლებიც სახელს უტეხენ ემო მიმდინარეობას. ამის გამო ხშირია დაპირისპირებები, თუმცა ეს ძირითადად დასავლეთის ქვეყნებში ხდება, სადაც უკვე ემო კულტურა მყარად დგას ფეხზე.
 
== ემო ცხოვრების წესი ==
 
ემოები მშვიდობისმოყვარე ხალხია, მათი გართობა უფრო ცელქობას ჰგავს. უმეტესობას აქვს დღიური, რომელსაც „ზინს“ უწოდებენ. ზინი მათი მესაიდუმლეა, სადაც წერენ ემო ცხოვრების არც თუ ისე ბედნიერ დღეებზე.
ხაზი 37:
როცა ემოს ეკითხებიან, თუ ვინ იქნება ის, ვთქვათ, 10 წლის შემდეგ, მათი დიდი ნაწილი აცნობიერებს, რომ ემო ბავშვობა დიდხანს არ გაგრძელდება, თუმცა არიან ისეთები რომლებიც აპირებენ ცხოვრების ბოლომდე უერთგულონ ემო კულტურას, მაგრამ როგორები იქნებიან ისინი 35-40 წლის ასაკში ცოტა ძნელი წარმოსადგენია.
emo xshirad tvitmkvlelobit asrulebs sicocxles
== ემო მუსიკა ==
=== ემო მუსიკის ისტორია და თანამედროვეობა ===
 
ემო ანუ ემოციური მუსიკა ჰარდკორის ერთ-ერთი განხრაა, გამოირჩევა ძლიერი ემოციურობით როგორც ინსტრუმენტალური კუთხით, ასევე ვოკალის ჟღერადობითაც, საერთოდ, ემო მუსიკის სტრუქტურა დამყარებილია რითმის ნელ-ნელა მატებაზე, რომელიც სრულდება კულმინაციით, ემო მუსიკა აქცენტს სწორედ ემოციაზე აკეთებს და აქ ნაკლებად აქცევენ ყურადღებას დაკვრის ტექნიკის სირთულესა თუ მის მრავალფეროვნებას.
ხაზი 111:
[[pt:Emo]]
[[ro:Emo]]
[[ru:Эмо (музыкальный стиль)]]
[[simple:Emo]]
[[sk:Emo]]
ხაზი 118:
[[sv:Emo]]
[[th:อีโม]]
[[tr:Emotional rock]]
[[uk:Емо]]
[[uz:Emo]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ემო“-დან