ალგეთის ხეობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დასუფთავებ, replaced: რაიონ → მუნიციპალიტეტ (4) using AWB
No edit summary
ხაზი 3:
გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ვრცელისამაროვანია შესწავლილი ალგეთის ხეობის შუაწელზე — „მადნისჭალაში“. ძნელად მისადგომი ბუნებრივი სიმაგრეები იყო უძველესი სამოსახლოები — ლოდოვანები (ბედენის, ლაკვის, გოხნარის, დურნუკისა და სხვა), რომლითაც დიდი ხნის მანძილზე იყენებდნენ საცხოვრებლად. ადრინდელი ანტიკური ხანის ძეგლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია [[ალგეთის სამარხი]], ამავე ხანის ძეგლებია აღმოჩენილი აბელიაში, მანგლისში, არდისუბანში, ასურეთში. მანგლისშივეა მოკვლეული ელინისტური ხანის მასალა (ცხოველთა და ფრინველთა ნივთები). როგორც ჩანს, მანგლისი, სადაც დიდი სავაჭრო-ეკონომიუკური და სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე გზები გადიოდა, ადრევე იქცე ალგეთის ხეობის ერთ-ერთ ცენტრად. [[გორგასალი|ვახტანგ გორგასლის]] დროს იგი საეპისკოპოსოს ცენტრი გახდა და ამ დროიდან მთელმა ალგეთის ხეობამ „''მანგლისის ხევის''“ სახელი მიიღო. უნდა ვიგულისხმოთ, რომ მანგლისის ხევის საზღვრები სცილდებოდა ალგეთის ხეობის გეოგრაფიულ ფარგლებს და ვერეს (სკვითრეთის) ხეობის დიდ ნაწილს მოიცავდა.
 
ქართლში არაბთა დამკვიდრების შემდეგ ქვემო ქართლი და მასთან მანგლისის ხევიც [[თბილისის საამირო|თბილისის საამიროს]] შემადგენლობაში მოექცა. IX საუკუნის ბოლოს თრიალეთის [[ბაღვაშები]] დაეპატრონნენ და ალგეთის ხეობის თავში [[კლდეკარიკლდეკარის (ციხესიმაგრე)|კლდეკარის ციხე]] ააგეს. ალგეთის ხეობა ორ პოლიტიკურ ერთეულს შორის გაყოფილი აღმოჩნდა. მისი ზემოწელი [[კლდეკარის საერისთავო|კლდეკარის საერისთავოში]] შედიოდა, ქვემოწელი კი თბილისის საამიროს შემადგენლობაში რჩებოდა. თბილისის საამიროს იცავდა ორბეთის, ბირთვისისა და ფარცხისის ციხეთა ძლიერი ერთიანი სისტემა, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებდა ალგეთის ხეობის პოლიტიკურ ცხოვრებაში: ვინც მას ფლობდა, ის იყო ალგეთის ხეობის ბატონ-პატრონი. ამიტომ იყო, რომ კლდეკარის ერისთავები თავგამოდებით ებრძოდნენ თბილისის ამირებს ამ ციხეებისათვის. ბრძოლა ცვალებადი წარმატებით მიმდინარეობდა. XII საუკუნის დასაწყისში [[დავით IV|დავით აღმაშენებელმა]] გააუქმა კლდეკარის საერისთავო და ალგეთის ხეობა სამეფო მამულად აქცია. განვითარებულ შუა საუკუნეებში ეს იყო მჭიდროდ დასახლებული და დაწინაურებული „ქვეყანა“, რასაც მოწმობს ამ ხანის უამრავი ნასოფლარი და მატერიალური კულტურის ძეგლი. აქ მდებარეობდა საქართველოს მეფეთა საზაფხულო რეზიდენციები: [[კოჯორი]], [[ტაბახმელა]] და [[გუდარეხი]].
 
იმის გამო, რომ ალგეთის ხეობის ზემო- და ქვემოწელი რელიეფითა და ჰავით საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისაგან, აქ მეურნეობის მრავალი დარგი იყო განვიტარებული. ხეობის ქვემოწელში წამყვანი ადგილი ოდითგანვე ეკავა სახნავ მიწათმოქმედებას. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ეს მხარე გაპარტახდა და მომთაბარე თურქმანი ტომების საზამთრო საძოვრად იქცა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ალგეთის_ხეობა“-დან