პოემა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
2. ახალი პოემა, რომლის ჟანრული თავისებურების გამოვლენა, გაფორმება [[რომანტიზმი|რომანტიზმთან]] არის დაკავშირებული. შედარებით პატარა მოცულობისაა, არა აქვს რთული სიტუაციური ხლართი, დროის მონაკვეთი მცირეა. მისთვის დამახასიათებელია [[მწერალი|მწერლისა]] და გმირის სუბიექტური განწყობილების წინ წამოწევა, ლირიკული გადახვევები. ამბის ცენტრშია გმირი და მისი სულიერი განცდები, ლირიკული განწყობილება; მოხსნილია ტიპური „საპოემო“ ლირიკულ-ეპიკური საწყისების როგორც, ერთი მხრივ, პიროვნების პოზიციის, მეორე მხრივ, ისტორიულ-სოციალური, ან კოსმიური ძალების შეჯახება, ეპოპეისთვის ჩვეული გმირის ზვიადობა, უძლეველობა, უჩვეულობა. ახალ პოემაში ავტორი ერევა მოქმედების განვითარებაში, განცდის სიჭარბეში ვლინდება ([[ნიკოლოზ ბარათაშვილი|ნ. ბარათაშვილის]] „'''ბედი ქართლისა'''“, [[ილია ჭავჭავაძე|ი. ჭავჭავაძის]] „'''განდეგილი'''“, [[აკაკი წერეთელი|ა. წერეთლის]] „'''თორნიკე ერისთავი'''“ , [[ვაჟა-ფშაველა]]ს „'''ბახტრიონი'''“ და სხვ.).
 
თანამედროვე ლიტერატურაში პოემამ ჭარბად შეიძინა ლირიკული ელემენტი, ავტორისა და პერსონაჟის განცდები მიმართულებას აძლევს სიუჟეტის განვითარებას. ხშირად ამბავი იჩრდილება, გმირიც არა ჩანს, წინ ლირიკული (ხშირად პათოსამდე ასული) განწყობილებაა წამოწეული, რის გამოც პოემა ლირიკულ-ეპიკური ხასიათის ნაწარმოებად იქცევა. განვითარების მთელ მანძილზე პოემამ შეინარჩუნა ამბის ლექსად გადმოცემის ფორმა, რომატიკულირომანტიკული იერი შეიცვალა რეალისტური შინაარსით და ჩამოყალიბდა როგორც გალექსილი მოთხრობა.
 
3. მუსიკალური ფორმა; თავისუფალი სტრუქტურის პროგრამული სიმფონიური, საგუნდო, ან ხმიერ-საკრავიერი ნაწარმოები.
8

რედაქტირება