პოემა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.5.2) (ბოტის დამატება: nl:Narratieve poëzie
No edit summary
ხაზი 1:
'''პოემა''' ([[ბერძნული ენა|ბერძ]] poiema - ქმნილება, შემოქმედება) - მხატვრული [[ლიტერატურა|ლიტერატურის]] ჟანრია. [[ლექსი|ლექსად]] დაწერილი მარავალი ტავისაგანთავისაგან შემდგარი ეპიკური, ან ლირიკული ხასიათის ნაწარმოები.
 
1. ძველი პოემა - '''ეპოპეა''', რომლისთვისაც დამახასიათებელია დიდი ამბავი, კომპოზიციური სირთულე, დიდი მოცულობა, მოქმედების ფართოდ გაშლა, დროის დიდი მონაკვეთი, [[პერსონაჟი|პერსონაჟების]] სიმრავლე, ზოგჯერ გმირთა მოქმედების იდეალიზაცია, ამბის ჰიპერბოლური გადმოცემა, დინჯი, დარბაისლური კილო. ძველი პოემა ხალხურ [[ეპოსი|ეპოსში]] იღებს სათავეს.
 
2. ახალი პოემა, რომლის ჟანრული თავისებურების გამოვლენა, გაფორმება [[რომანტიზმი|რომანტიზმთან]] არის დაკავშირებული. შედარებით პატარა მოცულობისაა, არა აქვს რთული სიტუაციური ხლართი, დროის მონაკვეთი მცირეა. მისთვის დამახასიათებელია [[მწერალი|მწერლისა]] და გმირის სუბიექტური განწყობილების წინ წამოწევა, ლირიკული გადახვევები. ამბის ცენტრშია გმირი და მისი სულიერი განცდები, ლირიკული განწყობილება; მოხსნილია ტიპური „საპოემო“ ლირიკულ-ეპიკური საწყისების როგორც, ერთი მხრივ, პიროვნებიპიროვნების პოზიციის, მეორე მხრივ, ისტორიულ-სოციალური, ან კოსმიური ძალების შეჯახება, ეპოპეისთვის ჩვეულიგმირისჩვეული გმირის ზვიადობა, უძლეველობა, უჩვეულობა. ახალ პოემაში ავტორი ერევა მოქმედების განვითარებაში, განცდის სიჭარბეში ვლინდება ([[ნიკოლოზ ბარათაშვილი|ნ. ბარათაშვილის]] „'''ბედი ქართლისა'''“, [[ილია ჭავჭავაძე|ი. ჭავჭავაძის]] „'''განდეგილი'''“, [[აკაკი წერეთელი|ა. წერეთლის]] „'''თორნიკე ერისთავი'''“ , [[ვაჟა-ფშაველა]]ს „'''ბახტრიონი'''“ და სხვ.).
 
თანამედროვე ლიტერატურაში პოემამ ჭარბად შეიძინა ლირიკული ელემენტი, ავტორისა და პერსონაჟის განცდები მიმართულებას აძლევს სიუჟეტის განვითარებას. ხშირად ამბავი იჩრდილება, გმირიც არა ჩანს, წინ ლირიკული (ხშირად პათოსამდე ასული) განწყობილებაა წამოწეული, რის გამოც პოემა ლირიკულ-ეპიკური ხასიათის ნაწარმოებად იქცევა. განვითარების მთელ მანძილზე პოემამ შეინარჩუნა ამბის ლექსად გადმოცემის ფორმა, რომატიკული იერი შეიცვალა რეალისტური შინაარსით და ჩამოყალიბდა როგორც გალექსილი მოთხრობა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პოემა“-დან