19 400
რედაქტირება
საუფლისწულო მამული თავადიშვილის ოჯახს მიცემული ჰქონდა დროებით — სარჩოდ და საცხოვრებლად. რამდენიმე ხნის შემდეგ ეს საუფლისწულო შეიძლებოდა სხვა ოჯახს გადასცემოდა. საუფლისწულოდან მის დროებით მფლობელს არც რაიმეს გაყიდვა შეეძლო, არც რაიმე ცვლილების შეტანა ყმა გლეხთა ფეოდალურ ვალდებულებაში (მაგ., გააზატება-გათარხნება, გადასახადის შეცვლა-შემცირება და სხვა). ასეთი რამ მხოლოდ სათავადოს სხვა წევრების დაკითხვით და საერთო თანხმობით შეიძლებოდა მომხდარიყო. სათავადოს უფროსს (თავადს) ხელი არ მიუწვდებოდა საუფლისწულოს შინაურ საქმეებზე, მისი გამგებლობა თავადიშვილს ეკითხებოდა.
ყველაზე უფრო პროგრესული ფორმა სათავადოს სამფლობელოში ე. წ. სათავისთაო — ამა თუ იმ ოჯახის ინდივიდუალურ საკუთრებაში მყოფი ქონება იყო, რომელიც მიღებული ჰქონდათ მემკვიდრეობით, პირადი გარჯით ან სხვა გზით (ნასყიდობა, ნამზითვი, ნასისხლი და სხვა). სათავისთაო იყო თავადისა თუ თავადიშვილის უცილობელი ქონება, რომელზეც სათავადოს სხვა წევრებს ხელი არ მიუწვდებოდათ. სათავისთაოს პატრონს შეეძლო თავისი ქონების გაყიდვა, მზითევში მიცემა და სხვა. საკუთრების ეს ფორმა ინტენსიური მეურნეობის განვითარებას უწყობდა ხელს, ყმა გლეხთა ექსპლუატაცია აქ უფრო ზომიერი იყო, ვიდრე სახასო და საუფლისწულო სამფლობელოებში. სათავისთაო საქონებელი საერთო სათავადო მამულს უპირისპირდებოდა და ხელსაყრელ პირობებში მის რღვევას იწვევდა, როგორც ეს
სათავადოს აზნაურები კუთვნილების მიხედვით სახასო, საუფლისწულო ან სათავისთაო ყმები იყვნენ. აზნაურებს თავიანთ საკუთარ ყმა-მამულთან ერთად თავადისაგან
სათავადოთა სისტემა თიშავდა ფეოდალურ საქართველოს და შეუძლებელს ხდიდა ქვეყნის ერთიანობის აღდგენას. იგი ხელს უწყობდა უცხოელ დამპყრობთა გავლენისა და ბატონობის შენარჩუნებასა და გავრცელებას საქართველოში, ამიტომ ისინი, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ყოველმხრი ხელს უწყობდნენ სათავადოთა სისტემის განმტკიცებას. სათავადოების გაუქმება მხოლოდ საქართველოს რუსეთთან შეერთბის შემდეგ მოხდა, როდესაც მათი არსებობისათვის აღარ იყო არც სოციალურ-ეკონომიკური და არც პოლიტიკური პირობები. სათავადოები დაიშალა ცალკეულ თავად-თავადიშვილთა სახლების კერძო სამფლობელო მამულებად. სათავადოთა სისტემის რაობისა და მნიშვნელობის შესახებ ქართულ ისტორიოგრაფიაში არსებობს სხვა თვალსაზრისებიც.
|