ურუგვაი (მდინარე): განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''მდინარე ურუგვაი''' გაედინება სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე. ...
(განსხვავება არ არის)

21:16, 14 დეკემბერი 2010-ის ვერსია

მდინარე ურუგვაი გაედინება სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე. მიედინება ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ და აყალიბებს ბრაზილიის, არგენტინისა და ურუგვაის საზღვრებს ერთმანეთთან მიმართებაში. არგენტინის პროვინცია მესოპოტამიას გამოყოფს ამ ორი ქვეყნისგან. სათავეს იღებს ბრაზილიაში მდინარეების - კანოტასის და პელოტასის შერთვის შედეგად. მდინარის სიგრძეა 1,600 კმ. ატლანტის ოკეანესთან შერთვამდე, მდინარე პარანასთან ერთად, წარმოქმნის რიო-დე-ლა-პლატის შესართავს.

ურუგვაის მთავარი შენაკადია მდინარე რიო-ნეგრო. მდინარე დიდი ენერგეტიკული პოტენციალით გამოირჩევა და მასზე რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურია აგებული. ურუგვაის აუზის ფართობია 365,000 კმ².