'''გარისის ბრძოლა 1556''', ბრძოლა ქართველებსა და ყიზილბაშ დამპრობელებს შორის. [[ამასიის ზავითზავი]]თ [[1555]] წელს, [[ირანი|ირანმა]] და ოსმალეთმა საქართველო დაინაწილეს. ქართლის მეფე [[ლუარსაბ I]] არ ცნობდა ამ ზავს და ბრძოლას განაგრძობდა. მან გაათავისუფლა მთელი ქართლი. ირანის შაჰმა [[თამაზ I|თამაზ I-მა]] ლუარსაბის წინააღმდეგ ბრძოლა დაავალს განჯის ბეგლარბეგს შაჰვერდი სულთანს, რომელიც [[1556]] წელს ქართლში შემოიჭრა. ქართველთა მცირერიცხოვანი ლაშქარი ლუარსაბ I-ისა და მისი ვაჟის სიმონის მეთაურობით მტერს [[გარისი|სოფ. გარისის]] მიდამოებში შეეგება. ლუარსაბ I-ის ხანდაზმულობის გამო ბრძოლას მისი შვილი სიმონი სარდლობდა. ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს მტრის ჭარბი ძალები. ერთ-ერთ შეტაკებაში დაიღუპა ლუარსაბ I.