თეთრახევის მამების ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''თეთრახევის მამების ეკლესია''' – ეკლესია ქ. კასპის ჩრდილო-დ...
 
No edit summary
ხაზი 1:
'''თეთრახევის მამების ეკლესია''' – [[ეკლესია]] ქ. [[კასპი]]ს ჩრდილო-დასავლეთით 6-7 კილომეტრზე, მთის ფერდობზე, კოწახურასა და საყდრიანის ხევის თავში. ადრე აქ მამათა მონასტრის მთელი კომპლექსი ყოფილა. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
 
ეკლესია დარბაზულია (11,2 X 6,5 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, კამარა და აფსიდის კონქი - აგურით. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია (შემორჩენილია აღმოსავლეთ წირთხლი, რომელიც [[პილასტრი]]ს ფართო სიბრტყის გაგრძელებას წარმოადგენდა). ღრმა ნახევარწრიული [[აფსიდი]]ს ღერძზე ფართო სარკმელია, რომელიც შიგნიდან სწორკუთხაა და გარედან ძლიერ ვიწროვდება. სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა, ასევე ქვის ფილებით გადახურული ნიშია. უფრო მაღლა, აღმოსავლეთით, კედელში წაგრძელებული სამალავებია მოწყობილი. აფსიდის მხრების წინ ბემაა. ჩრდილოეთ მხარის [[ბემა]]ს შემორჩენილი აქვს მარტივი, თაროსებრი [[კაპიტელი]], რომელსაც გრძივი კედლების მიმდებარე თაღის ქუსლი ეყრდნობა. გრძივი კედლების შუა ნაწილში თითო ერთსაფეხურიანი პილასტრია, რომლებსაც კამარის საბჯენი თაღისა და კედლის მიმდებარე თაღების ქუსლები ეყრდნობა. დასავლეთ კედელი, რომელიც მთელ სიმაღლეზეა შემორჩენილი, სრულიად გლუვია. სამხრეთ კედელში სარკმლის კვალი ჩანს. დარბაზი გადახურული იყო ცილინდრული კამარით. ინტერიერი შელესილი ყოფილა. უკეთაა შემორჩენილი დასავლეთ ფასადი. ფასადის შუა ადგილზე შეიმჩნევა კარის კვალი. ამავე ფასადზე შემორჩენილი ფრონტონის ნაწილი შეკეთების დროს აგურით ამოუშენებიათ. ეკლესია გადახურული ყოფილა ბრტყელი და ღარიანი კრამიტით. ეკლესიას სამხრეთიდან მთელ სიგრძეზე ეკვრის მინაშენი. ეკლესიის დასავლეთ ნაწილში ორსართულიანი სამრეკლოა, რომლის პირველი სართული ეკლესიის კამაროვან კარიბჭე-გასასვლელს წარმოადგენს და სამხრეთით თაღითაა გახსნილი. იგი ეკლესიისგან განსხვავებული წყობითაა ნაგები (გამოყენებულია მცირე ზომის ქვები). კარიბჭე ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი კარით უკავშირდება ეკლესიას, ხოლო აღმოსავლეთ კარით - სწორკუთხა მინაშენს. მეორე სართული, [[სამრეკლო]] მთლიანად აგურისაა. შემორჩენილია სამი ბურჯის ფრაგმენტი. მათი განლაგების მიხედვით ჩანს, რომ სამრეკლოს ფანჩატური ოთხივე მხრიდან ღიობებით იყო გახსნილი.
 
==ლიტერატურა==
* საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ. გვ. 130-131
 
[[კატეგორია:კასპის მუნიციპალიტეტის ტაძრები]]