ამერიკის ხმა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: ml:വോയ്‌സ് ഓഫ് അമേരിക്ക
r2.5.2) (ბოტის დამატება: my:ဗွီအိုအေ; cosmetic changes
ხაზი 1:
{{ინფოდაფა კომპანია
| სახელი = Voice of America<br /><small>ამერიკის ხმა</small>
| ლოგო = [[Fileფაილი:Voice of America Logo.svg|200px]]
| ტიპი = მრავალენოვანი მაუწყებელი
| დევიზი =
ხაზი 24:
'''„ამერიკის ხმა“''' ({{lang-en|Voice of America}}, VOA) – [[აშშ]]–ს მთავრობის ოფიციალური საგარეო, სამაუწყებლო ქსელი. ინფორმაციას გადასცემს 46 [[ენა]]ზე, [[რადიო]]სა და [[ტელევიზია|ტელევიზიის]] საშუალებით მთელი პლანეტის მასშტაბით (აშშ–ს ტერიტორიის გარდა). მისი სიხშირეების ტრანსლირება ხდება თანამგზავრების საშუალებით, ასევე – FM, AM და მოკლეტალღური რადიო დიაპაზონებით. გააჩნია მრავალენოვანი [[ვებ-გვერდი]]. მთავარი მიზანი მსოფლიოს მასშტაბით შეერთებული შტატებისათვის დადებითი იმიჯის შექმნაა.
 
== ისტორია ==
 
==== მეორე მსოფლიო ომი ====
 
ამერიკის ხმა პირველად ეთერში გავიდა [[1942]] წლის [[თებერვალი|თებერვალში]]. არსებობის განმავლობაში შედიოდა რამდენიმე უწყების შემადგენლობაში. [[1942]]–[[1945]] წლებში ექვემდებარებოდა [[აშშ]]–ის სამხედრო ინფორმაციის ოფისს, [[1945]]–[[1953]] წლებში – [[აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი|სახელმწიფო დეპარტამენტს]], [[1953]]–[[1999]] წწ. – ინფორმაციის სააგენტოს, ხოლო [[1999]] წლის შემდეგ მას [[მაუწყებლობის მმართველთა საბჭო (აშშ)|მაუწყებლობის მმართველთა საბჭო]] მართავს.
 
ჯერ კიდევ [[1940]] წელს ნაცისტურ პროპაგანდასთან საბრძოლველად ამერიკის მთავრობამ დაიწყო [[ლათინური ამერიკა|ლათინური ამერიკის]] საკუთარი მოკლეტალღური რადიო სიხშირეებით დაფარვა. იგი პრეს–რელიზებს გადასცემდა თითოეულ რადიოსადგურს და მას ეთერში კითხულობდნენ. [[1942]] წლის 24 თებერვალს კი მაუწყებლობა დაიწო თვითონ რადიოსადგურმა ამერიკის ხმამ, რომელმაც მოიცვა [[იაპონია]], წყნარი ოკეანის სამხრეთ რეგიონები, [[ევროპა]] და ჩრდილოეთ [[აფრიკა]]. რადიოს დევიზი იყო „ახალი ამბები შეიძლება იყოს ცუდი ან კარგი, ჩვენ გეტყვით სიმართლეს“.
 
[[მეორე მსოფლიო ომი]]ს დასასრულს, ამერიკის ხმას 39 გადამცემი ემსახურებოდა, მაუწყებლობა მიმდინარეობდა 40 ენაზე. გადაიცემოდა [[მუსიკა]], ახალი ამბები და კომენტარები. [[1945]] წელს რადიო სახელმწიფო დეპარტამენტს გადაეცა, გაუქმდა არაბული განყოფილება და პროგრამების თითქმის ნახევარი.
 
==== ცივი ომი ====
 
ყველაზე მნიშვნელოვანი ამერიკის ხმის ისტორიაში [[ცივი ომი]]ს პერიოდი იყო. [[1947]] წლიდან დაიწყო გადაცემები [[რუსული ენა|რუსულ ენაზე]]. ამ პერიოდში რადიო აშშ–ის მთავრობის საგარეო პოლიტიკის ნაწილად იქცა, რომელიც ცდილობდა [[რკინის ფარდა|რკინის ფარდის]] მიღმა დარჩენილი ერების ინფორმირებას. [[საბჭოთა კავშირი|საბჭოთა კავშირმა]] [[1949]] წლიდან დაიწყო რადიოს ჩახშობა, ასევე მოიქცნენ სოციალისტური ბანაკის სხვა ქვეყნებიც, თუმცა ზოგიერთ მათგანში ჩათვალეს, რომ ამის გაკეთება არ ღირდა, ვინაიდან მოსახლეობაზე ეს გადაცემები ზემოქმედებას არ ახდენდა. [[პოლონეთი|პოლონეთმა]] [[1956]] წელს შეწყვიტა ამერიკის ხმის დაბლოკვა, [[ბულგარეთი|ბულგარეთმა]] [[1970]] წელს. მიუხედავად ამ ქვეყნების ასეთი პოზიციისა, ცივი ომის შემდგომ მიცემულ ინტერვიუებში უამრავი ექს–კომუნისტური ქვეყნის ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ რადიო ძალიან პოპულარული იყო სოციალისტურ საზოგადოებებში.
 
რადიო ოპერატიულად რეაგირებდა მსოფლიოში მიმდინარე სხვადასხვა მნიშვნელოვან პროცესებზე: [[1950]] წლის 1 [[იანვარი|იანვრიდან]] აღდგენილი არაბული განყოფილება, რომელიც დღეში ნახევარსაათიანი გადაცემით გადიოდა, [[სუეცის კრიზისი]]ს დროს კი, [[1956]] წელს, დღეში 14.5 საათი მაუწყებლობდა. ასევე გაიზარდა ესპანურენოვანი გადაცემები [[1962]] წლის [[კარიბის კრიზისი]]ს პერიოდში. საბჭოთა კავშირის ჯარების [[ავღანეთი|ავღანეთში]] შეყვანის შემდეგ ამერიკის ხმამ [[1980]] წელს ამ ქვეყანაშიც შეაღწია. [[1989]] წელს კი გაზარდა მაუწყებლობა ჩინური აუდიტორიისათვის, რათა მათთვის [[პროტესტი ტიანანმენის მოედანზე 1989|ტიანანმენის მოედანზე მიმდინარე პროცესების]] შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა.
 
[[1953]]–[[1999]] წლებში ამერიკის ხმა აშშ–ს საინფორმაციო სააგენტოს შემადგენლობაშია. [[1980]] წელს, შეიქმნა სატელევიზიო ეთერი.
 
==== ცივი ომის შემდეგ ====
 
სოციალისტური ბანაკის დაშლის შემდეგ ამერიკის ხმას რამდენიმეენოვანი განყოფილება დაემატა: [[ტიბეტური ენა|ტიბეტური]], [[ქურთული ენა|ქურთული]], [[ხორვატიული ენა|ხორვატიული]], [[სერბული ენა|სერბული]], [[ბოსნიური ენა|ბოსნიური]], [[მაკედონიური ენა|მაკედონიური]] და ა.შ.
ხაზი 73:
[[ml:വോയ്‌സ് ഓഫ് അമേരിക്ക]]
[[ms:Voice of America]]
[[my:ဗွီအိုအေ]]
[[nl:Voice of America]]
[[no:Voice of America]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ამერიკის_ხმა“-დან