აიონ-ოროსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 18:
 
[[ფაილი:aTonis mTa.russia17.jpg|მინი|მარცხნივ|240პქ|ათონის წმინდა მთა 20 მონასტრით, რუსეთი, XVII ს.]]
VIII საუკუნის ბოლოს, ქართველ მონაზვნებს აქ მცირე სავანე "ათო" დაუფუძნებიათ. შემდეგ [[არაბები|არაბთა]] თავდასხმების შედეგად, აიონ-ოროსი რამდენჯერმე გაუკაცრიელებულა. პირველი დიდი მონასტერი — "დიდი ლავრა" აქ [[963]] წელს ააგო [[ათანასე ათონელი|ათანასე ათონელმა]]. ათანასე ათონელის წინამძღვრობის დროსვე დაარსდა მონასტერი ვატოპედი და [[ათონის ივერთა მონასტერი]]. ბერძნებსა[[ბერძნები]]სა და ქართველებს[[ქართველები]]ს გარდა, აქ მონასტრები ააშენეს [[სერბები|სერბებმა]] (ხილანდარი), [[ბულგარელები|ბულგარელებმა]] (ზოგრაფუ), [[რუსები|რუსებმა]] (როსიკონი) და სხვა; XV საუკუნეში აიონ-ოროსზე 30 მონასტერი და 30 ათასამდე მონაზონი იყო, [[1961]] წელს კი 20 მონასტერი და 12 სოფელი (2687 მცხ.).

[[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის იმპერიის]] დაცემის ხანაში, კერძოდ, თესალონიკეს დაცემის შემდეგ (1430) აიონ-ოროსი ოსმალებმა დაიპყრეს და ყოველწლიური გადასახადის პირობით მონასტრეს მმართველობის და კულტის თავისუფლება მიანიჭეს. I მსოფლიო ომის შემდეგ აიონ-ოროსი საბერძნეთის შემადგენლობაში (თესალონიკეს ნომოსი) შევიდა. აიონ-ოროსის მონასტრებზე უმაღლესი იურისდიქციის უფლება კონსტანტინოპოლის პატრიარქის ხელთ არის, ხოლო მონასტრებს მართავს მათივე 20 წარმომადგენლისაგან შემდგარი საბჭო. აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის მორიგეობით არჩეულ საბჭოს 4 წევრს და კრების თავმჯდომარეს — პროტოსს, რომლის ადგილსამყოფელია კარიასი (X საუკუნიდან). აიონ-ოროსის საკულტო არქიტექტურისათვის დამახასიათებელია გუმბათიანი სამაბსიდიანი ტაძრები, ჩვეულებრივ ორმაგი კარიბჭით. მონასტერთან არის სატრაპეზოები, საცხოვრებლები, სენაკები, ბიბლიოთეკა და სამეურნეო ნაგებობანი; ზოგიერთ მონასტერში შესანიშნავი ფრესკები, მოზაიკა, ხატები, ოქრომჭედლობისა და მინანქრის საუკეთესო ნიმუშებია (ყველაზე ადრინდელი XI საუკენეს განეკუთვნება). აიონ-ოროსის მონასტრების ძვირფასი საგანძურია 11 ათასამდე ხელნაწერი (ბერძნული, ქართული, სლავური), სიგელ-გუჯრები და სხვა დოკუმენტები. ეს მასალა საუკუნეთა მანძილზე ნადგურდებოდა მტერთა შემოსევის შედეგად. ბევრი ხელნაწერი დაიღუპა ოსმალეთის წინააღმდეგ ბერძენთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი აჯანყების დროს 1821—1829 წლებში. უკანასკნელ ხანს მიღებულია ზომები აიონ-ოროსის ყველა ხელნაწერის აღსანუსხავად და მათ ფოტოპირთა გადასაღებად.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აიონ-ოროსი“-დან