აიონ-ოროსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: la:Athus
No edit summary
ხაზი 1:
{{ინფოდაფა ნახევარკუნძული
[[ფაილი:aTonis mTa.russia17.jpg|thumb|240px|ათონის წმინდა მთა 20 მონასტრით, რუსეთი, XVII ს.]]
|სახელწოდება= აიონ-ოროსი
{{მსოფლიო მემკვიდრეობა|454}}
|სურათი=Mount Athos map red.png
|მდებარეობა= [[ევროპა]]
|კოორდინატები={{coord|40|09|26|N|24|19|35|E|scale:600000}}
|აკვატორია= [[ეგეოსის ზღვა]]
|ფართობი= 335,63
|უმაღლესი მწვერვალი=
|ქვეყანა= {{დროშა|საბერძნეთი}}
|ოლქი=
|მოსახლეობა= 2 262
|წელი= 2001
|გამოსახულება=
|ზომა=
|წარწერა=
}}
'''აიონ-ოროსი''' ([[ბერძნ.]] Hagiom Oros, ახალი ბერძნ. ajon Oros — წმინდა მთა), ''ათონი'', ნახევარკუნძული აღმოსავლეთ [[საბერძნეთი|საბერძნეთში]], [[ქალკედონის ნახევარკუნძული]]ს აღმოსავლეთი შვერილი. შეჭრილია [[ეგეოსის ზღვა]]ში. სიგრძე 50 კმ, სიგანე 10 კმ. მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში აღმართულია მთა [[ათონი]] (2033 მ). აიონ-ოროსი კრისტალური ფიქლებით აგებული ჰორსტია. შემოსილია მაქვისით, ფიჭვის, მუხისა და წიფლის ტყეებით. ნახევარკუნძულის ძველი სახელმწიფო იყო [[აქტე]]. [[ძვ. წ. 480]] საბერძნეთის წინააღმდეგ გამოლაშქრებამდე ქსერქსეს აქტეს ყელზე გაუჭრია არხი, რომლის კვალი დღემდეა შემორჩენილი. VII—VIII საუკუნეებში აქ იწყება განდეგილების, შემდეგ მონაზონთა დამკვიდრება და სამონასტრო მშენებლობა.
[[ფაილი:aTonis mTa.russia17.jpg|thumbმინი|240pxმარცხნივ|240პქ|ათონის წმინდა მთა 20 მონასტრით, რუსეთი, XVII ს.]]
 
VIII საუკუნის ბოლოს ქართველ მონაზვნებს აქ მცირე სავანე "ათო" დაუფუძნებიათ. შემდეგ არაბთა თავდასხმების შედეგად აიონ-ოროსი რამდენჯერმე გაუკაცრიელებულა. პირველი დიდი მონასტერი — "დიდი ლავრა" აქ 963 წელს ააგო [[ათანასე ათონელი|ათანასე ათონელმა]]. ათანასე ათონელის წინამძღვრობის დროსვე დაარსდა მონასტერი ვატოპედი და [[ათონის ივერთა მონასტერი]]. ბერძნებსა და ქართველებს გარდა აქ მონასტრები ააშენეს სერბებმა (ხილანდარი), ბულგარელებმა (ზოგრაფუ), რუსებმა (როსიკონი) და სხვა; XV საუკუნეში აიონ-ოროსზე 30 მონასტერი და 30 ათასამდე მონაზონი იყო, 1961 კი 20 მონასტერი და 12 სოფელი (2687 მცხ.). ბიზანტიის იმპერიის დაცემის ხანაში, კერძოდ, თესალონიკეს დაცემის შემდეგ (1430) აიონ-ოროსი ოსმალებმა დაიპყრეს და ყოველწლიური გადასახადის პირობით მონასტრეს მმართველობის და კულტის თავისუფლება მიანიჭეს. I მსოფლიო ომის შემდეგ აიონ-ოროსი საბერძნეთის შემადგენლობაში (თესალონიკეს ნომოსი) შევიდა. აიონ-ოროსის მონასტრებზე უმაღლესი იურისდიქციის უფლება კონსტანტინოპოლის პატრიარქის ხელთ არის, ხოლო მონასტრებს მართავს მათივე 20 წარმომადგენლისაგან შემდგარი საბჭო. აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის მორიგეობით არჩეულ საბჭოს 4 წევრს და კრების თავმჯდომარეს — პროტოსს, რომლის ადგილსამყოფელია კარიასი (X საუკუნიდან). აიონ-ოროსის საკულტო არქიტექტურისათვის დამახასიათებელია გუმბათიანი სამაბსიდიანი ტაძრები, ჩვეულებრივ ორმაგი კარიბჭით. მონასტერთან არის სატრაპეზოები, საცხოვრებლები, სენაკები, ბიბლიოთეკა და სამეურნეო ნაგებობანი; ზოგიერთ მონასტერში შესანიშნავი ფრესკები, მოზაიკა, ხატები, ოქრომჭედლობისა და მინანქრის საუკეთესო ნიმუშებია (ყველაზე ადრინდელი XI საუკენეს განეკუთვნება). აიონ-ოროსის მონასტრების ძვირფასი საგანძურია 11 ათასამდე ხელნაწერი (ბერძნული, ქართული, სლავური), სიგელ-გუჯრები და სხვა დოკუმენტები. ეს მასალა საუკუნეთა მანძილზე ნადგურდებოდა მტერთა შემოსევის შედეგად. ბევრი ხელნაწერი დაიღუპა ოსმალეთის წინააღმდეგ ბერძენთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი აჯანყების დროს 1821—1829 წლებში. უკანასკნელ ხანს მიღებულია ზომები აიონ-ოროსის ყველა ხელნაწერის აღსანუსხავად და მათ ფოტოპირთა გადასაღებად.
 
== ლიტერატურა ==
{{მსოფლიო მემკვიდრეობა|454}}
{{commons|Athos|ათონის მთა}}
{{commons|Athos}}
 
* ალექსიძე ა., ქსე, ტ. 1, გვ. 235, თბ., 1975
* Кондаков Н. П., Памятники христианского искусства на Афоне, СПб., 1902;
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აიონ-ოროსი“-დან