ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 29:
 
ფიცჯერალდი სენტ პოლში, მინესოტაში, საშუალო ფენის ირლანდიურ-კათოლიკურ ოჯახში დაიბადა. ფიცჯერალდს სახელი მისი ცნობილი ბიძაშვილის, ფრენსის სკოტ კეის პატივსაცემად დაარქვეს. მისი სახელი მისი დის, ლუის სკოტის პატივსაცემადაც დაარქვეს, რომელიც მის დაბადებამდე გარდაიცვალა. 1898-1901 წლები მან სირაკუსში გაატარა, ხოლო 1903-1908 წლები ბაფალოში, ნიუ იორკში, სადაც იგი ნარდინის აკადემიაში სწავლობდა. როცა მისი მამა "პროქტერ ენდ გემბელიდან" გამოაგდეს, ოჯახი მინესოტაში დაბრუნდა, სადაც ფიცჯერალდი სენტ-პოლის აკადემიაში ჩაირიცხა, სადაც იგი 1908-1911 წლებში სწავლობდა. მისი პირველი ლიტერატურული ნაწარმოები - დეტექტიური მოთხრობა - სკოლის გაზეთში გამოქვეყნდა, როცა 12 წლის იყო. როცა 16-ის იყო, სკოტი სენტ-პოლის აკადემიიდან გამოაგდეს ცუდად სწავლის გამო. მან ნიუმანის მოსამზადებელ სკოლაში ჩააბარა
ჰაკენსაკში, ნიუ ჯერსიში. 1911-1912 წლებში მან პრინსტონის უნივერსიტეტში ჩააბარა 1917-იანების კლასში. იგი იქ მომავალ კრიტიკოსსა და მწერალ ედმუნდ უილსონსა (1916-იანების კლასი) და ჯონ პილ ბიშოპს (1917-იანების კლასი) დაუმეგობრდა და პრინსტონის თეატრის კლუბისთვის დაიწყო წერა. ამან ხელი შუწყო მის მიღებას ჩარლზ სკრიბნერის საგამომცემლო სახლში, სადაც ფიცჯერალდი რედაქტორს მოეწონა, მაგრამ წიგნის გამოშვებაზე უარი უთხრა. ცუდმა მოსწავლე ფიცჯერალდმა დატოვა პრინსტონი და ამერიკის არმიასჯარს შეუერთდა I მსოფლიო ომისთვის. ფიცჯერალდის აყვანის შემდეგ ომი მალევე მორჩა.
 
{{ესკიზი-აშშ}}