გეოლოგიური რუკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:World geologic provinces.jpg|thumb|300px|გეოლოგიური რუკის მსხვილი მხარეები]]
[[ფაილი:Geological map Britain William Smith 1815.jpg|thumb|უ. სმითის მიერ შედგენილი რუკა]]
'''გეოლოგიური რუკა''' - [[დედამიწის ქერქი]]ს ზედა ნაწილის გეოლოგიური აგებულების [[კარტოგრაფია|კარტოგრაფიული]] გამოსახულება. მიიღება უმთავრესად [[გეოლოგიური აგეგმვა|გეოლოგიური აგეგმვის]] შედეგად.
 
Line 22 ⟶ 21:
# პროგნოზულ და სხვ. რუკებს.
 
[[ფაილი:Geological map Britain William Smith 1815.jpg|thumb|უ. სმითის მიერ შედგენილი რუკა]]
ამათგან უმნიშვნელოვანესია ს ა კ უ თ რ ი ვ გეოლოგიური რუკა. მასზე პირობითი ნიშნებით აღნიშნულია [[ქანი (გეოლოგია)|ქანების ასაკი]], ნივთიერი შედგენილობა, გენეზისი, განლაგების ფორმები, სტრუქტურები და სხვ.; ქანების ასაკს, როგორც წესი, აღნიშნავენ ფერით ან სპეციალური [[ინდექსი]]თ,
ხოლო მათ შედგენილობას ან ფორმაციულ ბუნებას - შტრიხებით. გამონაკლისია ინტრუზიული და ზოგიერთი ამონთხეული ქანი, რომლის შედგენილობა აღინიშნება ფერით, ხოლო ასაკი - ინდექსით. შავ-თეთრ გეოლოგიურ რუკებზე ქანების ასაკი და შედგენილობა ნაჩვენებია შტრიხული პირობითი ნიშნებით. გეოლოგიური რუკის პირობითი ნიშნები და მათი ახსნა თან ერთვის რუკას.
ყველა სხვა გეოლოგიურ რუკას სპეციალური დანიშნულება აქვს და ასახავს [[გეოლოგია|გეოლოგიის]] რომელიმე მხარეს. მაგ., ანთროპოგენური (მეოთხეული) ნალექების რუკებზე ნაჩვენებია მეოთხეული ასაკის ნალექების გავრცელება, ასაკობრივი დანაწილება, ლითოლოგიური შედგენილობა, მორფოლოგიური ელემენტები.
 
''ლითოლოგიური და ფორმაციული რუკების'' ძირითადი დანიშნულებაა ასახოს [[ქანი (გეოლოგია)|ქანების]] შედგენილობა, მათი ლატერალური და ვერტიკალური ცვალებადობა.
 
''პალეოგეოგრაფიულ რუკებზე'', რომლებიც გეოლოგიური წარსულის რომელიმე მონაკვეთისათვის არის შედგენილი, ასახულია იმ დროის ხმელეთისა და [[ზღვა|ზღვის]] განაწილება, ხმელეთის ამგებელი ქანების შედგენილობა, ტერიგენული მასალის გადატანის გზები, დანალექი ქანების [[ლითოლოგია]] და სისქე.
 
''ტექტონიკური რუკის'' ამოცანაა, რაც შეიძლება სრულად ასახოს, [[დედამიწის ქერქი]]ს ზედა ნაწილის ნებისმიერი უბნის სტრუქტურა, ზოგ შემთხვევაში მისი ფორმირების ისტორიაც.
 
''საინჟინრო-გეოლოგიური რუკები'' შეიცავენ ქანების ფიზიკური და მექანიკური თვისებებისა და სხვ.საინჟინრო მახასიათებლების მონაცემებს.
 
''სასარგებლო წიაღისეულის რუკების'' საფუძველს წარმოადგენს საკუთრივ გეოლოგიური რუკა, რომელზეც პირობითი ნიშნებით დამატებით ნაჩვენებია აგრეთვე წიაღისეულის გავრცელება და მათი პრაქტიკული მნიშვნელობა, ხოლო პ რ ო გ ნ ო ზ უ ლ რუკებზე ნაჩვენებია [[სასარგებლო წიაღისეული]]ს გამოვლინების პერსპექტიული უბნები.
 
[[მასშტაბი]]ს მიხედვით განარჩევენ წვრილ-, საშუალო-, მსხვილმასშტაბიან და დეტალურ გეოლოგიურ რუკებს.
 
წ ვ რ ი ლ მ ა ს შ ტ ა ბ ი ა ნ ი გეოლოგიური რუკა (1:500000) წარმოდგენას იძლევა დედამიწის ქერქის რომელიმე დიდი ნაწილის გეოლოგიურ აგებულებაზე (ასეთია ცალკეული ქვეყნის ან [[კონტინენტი]]ს გეოლოგიური რუკა).
 
ს ა შ უ ა ლ ო მ ა ს შ ტ ა ბ ი ა ნ ი გეოლოგიური რუკის (1:200000, 1:100000) მიზანია [[დედამიწა|დედამიწის]] ზედაპირის ამა თუ იმ ნაწილის გეოლოგიური აგებულების ძირითადი ნიშნების ჩვენება და ტერიტორიის პროგნოზული ჩვენება [[სასარგებლო წიაღისეული]]ს პერსპექტიულობის თვალსაზრისით.
 
მ ს ხ ვ ი ლ მ ა ს შ ტ ა ბ ი ა ნ ი გეოლოგიური რუკა (1 :50000, 1:25000) სრულ წარმოდგენას იძლევა რაიონის გეოლოგიური აგებულებისა და მისი ინდივიდუალობის შესახებ.
 
დ ე ტ ა ლ უ რ ი გეოლოგიური რუკა (1:10000 და უფრო მსხვილი მასშტაბისა) სპეციალური დანიშნულებისაა, მას ადგენენ რომელიმე მცირე უბანზე სასარგებლო წიაღისეულის ძიების ან საინჟინრო-სამშენებლო მიზნებისათვის.
 
საშუალო და წვრილი მასშტაბის გეოლოგიურ რუკებს (ზოგჯერ დეტალურსაც) თან ერთვის სტრატიგრაფიული სვეტები და გეოლოგიური ჭრილები, რომლებიც გეოლოგიური რუკების სხვა მონაცემებთან ერთად სრულ წარმოდგენას იძლევა ნალექების სისქის, მათი სიღრმეში გავრცელების, წარმოქმნის თანამიმდევრობისა და ურთიერთობის, აგრეთვე [[ქანი (გეოლოგია)|ქანების]] დეფორმაციისა და [[დედამიწის ქერქი]]ს ზედა ნაწილის სტრუქტურის შესახებ.
 
== ლიტერატურა ==