აპოლო (კინოთეატრი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Apollo Restored.jpg|thumb|350px|შენობის აღდგენილი ფასადის ფრაგმენტი]]
'''კინოთეატრი "აპოლო"''' (დავით აღმაშენებლის N135) [[კინოთეატრი]]სთვის აგებული ერთ-ერთი პირველი შენობაა [[თბილისი|თბილისში]]. გაიხსნა 1909 წელს და [[არტ-ნუვო|მოდერნის]] სტილის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი ნიმუშია.
 
==ისტორია==
 
აპოლო აშენდა [[1909]] წელს, როგორც კინოთეატრი. [[საბჭოთა კავშირი|საბჭოთა პერიოდში]] მას "ოქტომბერი ეწოდებოდა". 1987 წელს ერკონსტრუქციის შემდეგ კინოთეატრი ხელახლა გაიხსნა. [[1990]] წლიდან მას დაუბრუნდა სახელი "აპოლო". 2010 წელს აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით "აპოლოს" რეკონსტრუქციის პროექტი გამოქვეყნდა, რასაც საზოგადოების ნაწილის წინააღმდეგობა მოყვა.<ref>[http://netgazeti.ge/GE/issue0/culture/799/%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%94%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A8%E1%83%94.htm კინოთეატრი კინოს გარეშე]</ref> ამჟამად კინოთეატრში სარეკონსტრუქციო სამუშაოები არ მიმდინარეობს.
 
==არქიტექტურა==
 
შენობა სამსართულიანია. აღმაშენებლის გამზირისა და ი. [[კარგარეთელი]]ს ქუჩის შესაყარისკენ იგი გუმბათიანი ცილინდრული მოცულობით არის მიმართული. ფასადები სწორკუთხა და თაღოვანი დიდი ფანჯრებით და გიგანტური იონიური პილასტრებით არის დანაწევრებული. ძირითად სამკაულს მოდერნის სტილისთვის დამასახიათებელი ნაძერწი გირლანდებისა და გვირგვინებისგან შემდგარი კიმპოზიციები და სიმბოლური ფიგურული რელიეფები წარმოადგენს. შენობას ნაძერწი კრატერებით აქცენტირებული არასწორხაზოვანი უკარნიზო კონტური ასრულებს. მოდერნის სტილის მრავალ ნიშანს შეიცავს ნაგებობის ინტერიერიც.
 
==წყაროები==
{{სქოლიოს სია}}
 
== ლიტერატურა ==