უმბერტო ეკო: განსხვავება გადახედვებს შორის

(ბოტის შეცვლა: ta:உம்பெர்த்தோ எக்கோ)
ფილოსოფიური პრობლემატიკის პარალელურად, უმბერტო ეკო იწყებს ფიქრს ნამდვილ ლიტერატურაზე და 1980 წელს წერს მის პირველ ლიტერატურულ არასამეცნიერო ნაწარმოებს. რომანმა "ვარდის სახელი" მას ნამდვილი აღიარება მოუტანა. ამ რომანში ეკო ჭეშმარიტი მედიევისტის როლში წარსდგა მკითხველის წინაშე. მან სრულად აღწერა შუა საუკუნეების ერთი სააბატოს ყოველდღიური ცხოვრების პერიპეტიები. რომანის მთავარი სიუჟეტური ხაზი ვითარდება მკვლელობების სერიის გარშემო, რომელსაც ფრანცისკანელი ბერი იძიებს. გარდა იმისა, რომ რომანში ზუსტად არის გადმოცემული იმდროინდელი პოლიტიკური და სოციალური ვითარება, ეკო უბადლოდ ხლართავს სიუჟეტს და მთელი რიგი დეტექტიური ვნებათაღელვების შემდეგ მკითხველი საიდუმლოებით მოცულ ბიბლიოთეკამდე მიჰყავს. ბიბლიოთეკა, თავის მხრივ, [[ლაბირინთი|ლაბირინთისა]] და [[მინოტავრი|მინოტავრის]] თემის ახლებური გააზრებაა და, მწერლის განცხადებით, ამოუცნობი სამყაროს სიმბოლოა.
 
მის მეორე რომანში, "[[ფუკოს ქანქარა" (რომანი)|ფუკოს ქანქარა]], უმბერტო ეკომ ეზოთერული და ოკულტური ხასიათის მრავალი პასაჟი აღწერა. "ფუკოს ქანქარა", ისევე როგორც ეკოს ყველა რომანი, რამდენიმე სიბრტყეში იკითხება, რაც საშუალებას აძლევს მკითხველს იმტვრიოს თავი, თუ სად გადის ზღვარი სინამდვილესა და გამონაგონს, მეცნიერებასა და [[ოკულტიზმი|ოკულტიზმს]] შორის. ეს რომანი საკმაოდ ავტობიოგრაფიული ხასიათისაა და ავტორის საგამომცემლო საქმიანობით დაკავების ხანას უკავშირდება. რომანის სამი მთავარი პერსონაჟი, რომლებიც ერთ–ერთი საგამომცემლო სახლის თანამშრომლები არიან, ცდილობენ ფარდა ახადონ იდუმალებით მოცულ ისტორიას, რასაც [[ტამპლიერების ორდენი|ტამპლიერებამდე]], [[ალქიმია|ალქიმიკოსთა]] დოქტრინამდე და საიდუმლო სექტებამდე მივყავართ, რომლებიც ვითომ-და მართავენ მსოფლიოს.
 
უმბერტო ეკოს აგრეთვე ეკუთვნის რომანები "გუშინდელი დღის კუნძული", "ბაუდოლინო" და "დედოფალ ლოანას საიდუმლო ვნებანი".
891

რედაქტირება