საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 2010: განსხვავება გადახედვებს შორის
ახალი გვერდი: '''საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩ... |
(განსხვავება არ არის)
|
13:18, 8 დეკემბერი 2010-ის ვერსია
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები (2010) – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები საქართველოში, რომელიც გაიმართა 2010 წლის 30 მაისს.
საფუძველი
2009 წლის გაზაფხულზე საქართველოს სხვადასხვა ოპოციციური პარტიების მიერ თბილისში გაიმართა საპროტესტო აქციები საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით. აქციების მიმდინარეობისას, თბილისის მერმა, გიგი უგულავამ წამოაყენა წინადადება, რომ ადგილობრივი არჩევნები კანონით გათვალისწინებულ ვადაზე, 2010 წლის შემოდგომაზე, ადრე – 2010 წლის გაზაფხულზე ჩატარებულიყო, ხოლო თბილისის მერი ამომრჩევლებს პირდაპირი წესით აერჩიათ.[1]. უგულავას ინიციატივას დაეთანხმა საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც 2009 წლის 25 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გამოხატა მზადყოფნა 2010 წელს ყველა მერის პირდაპირი არჩევნების შესახებ. [2]. მიუხედავად ამისა, 2009 წლის 28 დეკემერს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც პირდაპირი წესით მერის არჩევნები მხოლოდ თბილისში დადგინდა[3]. ასევე განისაზღვრა, რომ თბილისის მერი აირჩეოდა 30%–იანი ბარიერი[4], რასაც წინ უძღოდა დისკუსიები ბარიერის ოდენობის შესახებ. [5]
არჩევნების წესი
ამომრჩეველი ირჩევდა მხოლო წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს. საკრებულოების არჩევნები ტარდებოდა პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.
თვითმმართველი ქალაქების (გარდა თბილისისა) საკრებულო შედგებოდა 15 მანდატისაგან (10 მაჟორიტარული და 5 პროპორციული), ქალაქები იყოფოდა ხუთ ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქად. ქალაქის საკრებულოს არჩევნებისას ამომრჩეველს ჰქონდა ერთი ხმის უფლება პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე და ერთი ხმის უფლებაც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. საარჩევნო ოლქში არჩეულად ითვლებოდა ის კანდიდატი, რომელიც მიიღებდა სხვებზე მეტ ხმას. 10 პროცენტული მანდატი გადანაწილდება მხოლოდ საარჩევნო სუბიექტებს (პარტია/ბლოკი) შორის, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით მიღებდა ხმების არანაკლებ 5%.
ანალოგიური წესი მოქმედებდა მუნიციპალიტეტებში, თუმცა აქ მაჟორიტარული ოლქებისა და მანდატების რაოდენობა სხვადასხვა შემთხვევაში განსხვავებული იყო. მაქსიმალური რაოდენობის მაჟორიტარული ოლქი და მანდატი შეიქმნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში – 29.
განსხვავებული წესი მოქმედებთა თბილისში, სადაც განისაღვრა 25 მაჟორიტარული და 25 პროპორციული მანდატი. იქმნებოდა 25 ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ოლქში არჩეულად ითვლებოდა ის კანდიდატი, რომელიც მიიღებდა სხვებზე მეტ ხმას. ამასთანავე, 25 პროპორციული მანდატი განაწილდებოდა მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის, რომლების მიიღებდნენ ხმების არანაკლებ 5%. ამასთან, თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდა პირდაპირი წესით, 30%–იანი ბარიერის პირობებში.
საარჩევნო სუბიექტები
სულ არჩევნებში 26 პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა, მათაგნ 16 დამოუკიდებლად, ხოლო დანარჩენი პარტიები სამ ბლოკში გაერთიანდნენ. მოგვიანებით, ორმა პარტიამ უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე., რის გამოც სულ დარჩა 17 საარჩევნო სუბიექტი.[6] მნიშვნელოვანი საარჩევნო სუბიექტები იყვნენ:
- მმართველი პარტია: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
- ბლოკი "ქრისტიან დემოკრატიული გაერთიანება": ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა, ჩვენ თვითონ, ქრისტიან–დემოკრატიული სახალხო პარტია
- ბლოკი "ალიანსი საქართველოსთვის" – საქართველოს რესპუბლიკური პარტია, საქართველოს გზა, ახალი მემარჯვენეები, ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები
- ბლოკი: "ეროვნული საბჭო" – საქართველოს კონსერვატიული პარტია; ხალხის პარტია; მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის
არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს ეროვნულმა ფორუმმა და საქართველოს ლეიბორიტულმა პარტიამ.
თბილისის მერობის კვალიფიციური კანდიდატები იყვნენ:
- ირაკლი ალასანია - 2009 წელს დააარსა პარტია ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები, და შეუერთდა რესპუბლიკური პარტიისა და ახალი მემარჯვენეების ბლოკს, რომელთაც მოგვიანებით შეუერთდა პარტია საქართველოს გზა. 2009 წლის გაზაფხულზე მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით. მისი ლოზუნგი იყო "ჩვენ შევცვლით", წინასაარჩევნო პროგრამა ძირითადად ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სერვისების განვითარებას ეხებოდა.
- გოგი თოფაძე - პარტია "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" დამფუძნებელი. მისი საარჩევნო ლოზუნგი იყო "მოვდივარ საქმით, გპირდებით საქმეს"
- ზვიად ძიძგური - ეროვნული საბჭოს კანდიდატი; არჩეული იყო წინასაარჩევნო პრაიმერის გზით. მისი საარჩევნო ლოზუნგი იყო "ბრძოლა დღესვე". საარჩევნო კამპანია ორიენტირებული იყო მმართველი პარტიის, როგორც რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაზე.
- გიგი უგულავა - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, თბილისის მოქმედი მერი. მისი საარჩევნო ლოზუნგი იყო "გასაკეთებელი კიდევ ბევრია". უგულავა აქცენტს 2006-2010 წლებში თბილისში განხორციელებულ დადებით ცვლილებეზე აკეთებდა, მისი წინასაარჩევნო პროგრამა კი თბილისში უმუშევრობის დაძლევას ეხებოდა.
- გიორგი ჭანტურია - ქრისტიან–დემოკრატების კანდიდატი. მისი ლოზუნგი იყო "დასაქმება და დაბალი ტარიფები", მისი წინასაარჩევნო პროგრამა აგებული იყო მუნიციპალური მომსახურებების (ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, წყალმომარაგება) ტარიფების შემცირებაზე.
თბილისის მერის არჩევნებში აგრეთვე მონაწილეობდნენ: თამაზ ვაშაძე, დავით იაკობიძე, ნიკა ივანიშვილი, გიორგი ლაღიძე.
შედეგები
საქართველოს ყველა თვითმმართველ ერთეულში ხმათა უმრავლესობა მიიღო მმართველმა პარტიამ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, მათ შორის ცალკეულ მუნიციპალიტეტებში (ლენტეხის მუნიციპალიტეტი, ხონის მუნიციპალიტეტი, ადიგენის მუნიციპალიტეტი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, გარდაბნის მუნიციპალიტეტი, თიანეთის მუნიციპალიტეტი, სიღნაღის მუნიციპალიტეტი) - ხმათა 80%-ზე მეტი. მეორე ადგილზე მთელი ქვეყნის მასშტაბით გავიდა ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა.
ჯამური შედეგები საქართველოს ყველა თვითმმართველ ერთეულში (გარდა თბილისისა):
პარტიები და ბლოკები | პროპორციული წესით მიღებული ხმების რაოდენობა % | პროპორციული წესით მიღებული მანდატების რაოდენობა | მაჟორიტარული წესით მიღებული მანდატების რაოდენობა | სულ მიღებული მანდატების რაოდენობა |
---|---|---|---|---|
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | 73.9 | 495 | 958 | 1453 |
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა | 10.3 | 69 | 12 | 81 |
ალიანსი საქართველოსთვის | 7,2 | 48 | 5 | 53 |
თოფაძე–მრეწველები | 2.5 | 17 | 26 | 43 |
ეროვნული საბჭო | 5,5 | 37 | 4 | 41 |
სხვები | 0.6 | 4 | 13 | 17 |
თბილისში ამომრჩეველელთა აქტივობამ 46,64% შეადგინა. ხმათა უმრავლესობა მიიღო ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ხოლო მეორე ადგილზე გავიდა "ალიანსი საქართველოსთვის". თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგები:
პარტიები და ბლოკები | პროპორციულიწესით მიღებული ხმების რაოდენობა % | პროპორციული წესით მიღებული მანდატების რაოდენობა | მაჟორიტარული წესით მიღებული მანდატების რაოდენობა | სულ მიღებული მანდატების რაოდენობა |
---|---|---|---|---|
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | 52.5 | 14 | 25 | 39 |
ალიანსი საქართველოსთვის | 18,0 | 5 | 0 | 5 |
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა | 12.0 | 3 | 0 | 3 |
ეროვნული საბჭო | 8,3 | 2 | 0 | 2 |
თოფაძე–მრეწველები | 6.2 | 1 | 0 | 1 |
სხვები | 3.0 | 0 | 0 | 0 |
სულ | 100 | 25 | 25 | 50 |
თბილისის მერად არჩეულ იქნა გიგი უგულავა, რომელმაც მიიღო სხვა კანდიდატებზე მეტი ხმა და გადალახა 30%-იანი ბარიერი. უგულავა გახდა პირველი პირდაპირი წესით არჩეული თბილისის მერი.
კანდიდატი | ხმების რაოდენობა% |
გიგი უგულავა | 55,2 |
ირაკლი ალასანია | 19,0 |
გიორგი ჭანტურია | 10,7 |
ზვიად ძიძიგური | 8,3 |
გოგი თოფაძე | 5,2 |
სხვები | 1,6 |
რეაქცია
არჩევნებს უმეტესწილად, სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან დადებითი შეფასება მოჰყვა[7]. არჩევნების შედეგები აგრეთვე აღიარა რამდენიმე დამარცხებულმა საარჩევნო სუბიექტმა. [8]
აგრეთვე დაფიქსირდა გარკვეული ხარვეზები, რომლებიც ეხებოდა მედიის მიერ საარჩევნო საკითხების გაშუქებისას საერთერო დროის უთანასწორო განაწილებას[9], წინასაარჩევნო პერიოდში ადგილობრივი ხარჯების უპრეცედენტო ზრდას[10], საარჩევნო ადმინისტრაციის ქვედა დონის მოხელეთა არაკვალიფიციურობა[11].
წყაროები
- ↑ გიგი უგულავა 2010 წლის გაზაფხულზე თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევის ინიციატივით გამოვიდა
- ↑ სააკაშვილის თქმით, ”ყველა მერი პირდაპირი წესით აირჩევა”
- ↑ პარლამენტმა ჩააგდო ”ყველა მერის” პირდაპირი წესით არჩევის წინადადება
- ↑ პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა
- ↑ უნდა იყოს თუ არა თბილისის მერის არჩევნებში 50%-იანი ბარიერი?
- ↑ ადგილობრივი არჩევნებისთვის სამი ბლოკი დარეგისტრირდა
- ↑ საერთაშორისო დამკვირვებლების წინასწარი მოხსენება არჩევნების შესახებ
- ↑ ალასანია: ”არჩევნები შედგა, წინ საპარლამენტო არჩევნებია”, გიორგი ჭანტურიამ უგულავას გამარჯვება აღიარა
- ↑ ეუთოს წინასწარი ანგარიში
- ↑ TI–ის ანგარიში
- ↑ სამართლიანი არჩევნების ანგარიში