ლიზოსომები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ბერძნული ენა|ბერძნულად]] ლიზის–დაშლა, სომა–სხეული დიდი რაოდენობითაა ცხოველურ უჯრედებში, განსაკუთრებით ენდოციტოზის მქონე უჯრედებში. ლიზოსომა მემბრანით შემოფარგლული და საჭმლის მომნელებელი ფერმანტებით სავსე ტომსიკაა. ცოცხალ უჯრედებში ლიზოსომებს მომრგვალო ფორმა აქვს და მათი დიამეტრი 0,2–0,5 მკმ–ია. ლიზოსომების შემადგენლობაში შემავალი ფერმენტების სინთეზი ხორკლიან ენდოპლაზმურ ბადესთან დაკავშირებულ რიბოსომებში მიმდინარეობს, სინთეზირებული ფერმენტები გადადიან გოლჯის აპარატში, საიდანაც გამოიკვირტება წვრილი ბუშტუკები, ანუ ლიზოსომები. ახლად წარმოქმნილ ლიზოსომას პირველადი ლიზოსომა ეწოდება. ლიზოსომებში ხდება [[ენდოციტოზი]]ს ([[ფაგოციტოზი]]ს, [[პინოციტოზი]]) გზით უჯრედში მოხვედრილი ნივთიერების დაშლა. ლიზოსომები უჯრედის დაზიანებული და
მწყობრიდან გამოსული ორგანოიდების მონელებაშიც მონაწილეობს. დასაწყისში ასეთ ორგანოიდებს გარს გლუვი ენდოპლაზმური ბადის [[მემბრანა]] ეკვრის, ხოლო შემდგომ ამ ტომსიკას ერწყმის პირველადი ლიზოსომა და ხდება დაზიანებული ორგანოიდის მონელება. ზოგიერთ შემთხვევაში კი ლიზოსომა მთლიანი უჯრედის დაშლაშიც მონაწილეობს. ამ დროს მომნელებელი ფერმენტები ლიზოსომიდან გამოდის და უჯრედს მთლიანად შლის. ასეთი მოვლენა ხშირად ნორმალური ცხოველქმედების გამოვლენაა. მაგალითად, [[ბაყაყი]]ს განვითარების პროცესში [[თავკომბალა]]ს კუდის გაქრობა სწორედ ასეთი გზით ხდება.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლიზოსომები“-დან