ხეთების სამეფო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎სქოლიო: საწყობი
ხაზი 72:
 
=== ხეთების ძველი სამეფო ===
 
სწორედ ქუსარას სამეფოში უნდა დაწყებულიყო ხეთური ეთნოსის ჩამოყალიბება და ჩასახულიყო ხეთური სახელმწიფოებრივი წყობილება. ყოველივე ამას ფესვები ძალიან შორსა აქვს გადგმული, ყოველ შემთხვევაში, ფითხანა–ანითას ხანაში მაინც. ამიტომაც არის, რომ ამ პერიოდს ხშირად ხეთების ადრეული ხანის ისტორიასთან აკავშირებენ.
 
თვით ხეთური ისტორიული ტრადიციაც ხეთების ისტორიის ძველ პერიოდს ქუსარას უკავშირებს. ხეთების სახელმწიფოს ფუძემდებლად იგი მიიჩნევს არა ანითას, არამედ ქუსარას მეფე ლაბარნას (I), რომელიც ანითასაგან თითქმის მთელი საუკუნითაა დაშორებული. ლაბარნას დროს ქუსარამ მიაღწია არნახულ ძლიერებას, რომელმაც ძველი სამეფოს ხანაშივე ხეთების მთელ რიგ წარმატებებს დაუდო სათავე, როცა ქვეყანას მართავდნენ [[ხათუსილი I]] (იგივე ''ლაბარნა II''). [[მურსილი I]], [[ხანთილი I]] და ძველი სამეფოს ერთ-ერთი უკანასკნელი წარმომადგენელი, [[თელიფინუ]]. მმართველები, რომლებიც ხანთილისა და თელიფინუს შორის არსებულ პერიოდში მეფობდნენ, ძირითადად სამეფო ტახტისათვის წარმოებული ბრძოლებით იყვნენ დაკავებულნი, შესაბამისად, ვერ შეძლეს წინაპართა მიერ მოპოვებული წარმატებების შენარჩუნება.
 
დაპყრობითი საგარეო პოლიტიკის წარმოებით ხეთებმა მნიშვნელოვნად გააფართოვეს თავიანთი ტერიტორია ძველი სამეფოს ხანაშივე. თვითო ლაბარნამ, რომლის დროსაც ხეთების „ქვეყანა პატარა იყო“ („თელიფინუს ტექსტის“ მიხედვით), დაიმორჩილა მეზობელი რაიონები, რომელთა უმრავლესობა სამუდამოდ შევიდა ხეთების ქვეყნის შემადგენლობაში. ლაბარნამ დიდი ბრძოლები აწარმოა მცირე აზიის სამხრეთი და ჩრდილოეთი რაიონების დასაპყრობადაც და განავრცო თავისი სამფლობელოები „ზღვიდან ზღვამდე“ (ე.ი. [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუადან]] [[შავი ზღვა|შავ ზღვამდე]]).
 
ქუსარაში გამეფდა ხათუსილიც, რომელმაც სტრატეგიული მოსაზრების გამო, სამეფოს ცენტრი გადაიტანა [[ხათუსა]]ში, საიდანაც წარმოდგება ამ მეფის სახელი. სწორედ ამ დროიდან გახდა ხათუსა დედაქალაქი, რომელმაც ხეთების იმპერიის დაცემამდე იარსება, ქუსარამ დაკარგა თავისი მნიშვნელობა.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხეთების_სამეფო“-დან