ნობელის პრემიის ლაურეატები ლიტერატურაში: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[ნობელის პრემია]] [[ლიტერატურა|ლიტერატურის]] დარგში ყოველწლიურად ენიჭება ავტორს, რომელსაც [[ნობელი, ალფრედ|ალფრედ ნობელის]] აზრით შექმნილი აქვს "იდეალისტური ხასიათის საუკეთესო თხზულება". "თხზულებაში" იგულისხმება ლიტერატორის მთელი შემოქმედება, და არა კონკრეტული ნაწარმოები, თუმცა არსებობს გამონაკლისიც და ცალკეულ ნაშრომსაც დაუმსახურებია ჯილდო (მაგალითად, [[უინსტონ ჩერჩილი]]ს შემთხვევაში). [[შვედეთის აკადემია]] მთელი წლის მანძილზე განიხილავს მიმდინარე ლიტერატურულ ტენდეციებს მსოფლიოში და ოქტომბრის დასაწყისში ასახელებს პრემიის ლაურეატს.
 
ზემოთ ნახსენები ნობელის ფრაზას სხვადასხვანაირად განმარტავენ. [[შვედური ენა|შვედური ენიდან]] სიტყვა ''idealisk'' ითარგმნება როგორც ''იდეალისტური'', ასევე როგორც ''იდეალი''. შესაბმისად, პრემიის გაცემის საწყის წლებში აკადემია ცდილობდა სიტყვა–სიტყვით შეესრულებინა ნობელის სურვილი, რამაც ჯილდოს მიღმა დატოვა საუკუნის დასაწყისის დიდი მწერლები, როგორიც იყვნენ [[ტოლსტოი, ლევ|ლევ ტოლსტოი]] და [[იბსენი, ჰენრიკ|ჰენრიკ იბსენი]], რომელთა ნაწარმოებები არ იყო საკმარისად "იდეალისტური". შემდგომ წლებში ნობელის კომიტეტმა შეარბილა შერჩევის კრიტერიუმები და მთავარი აქცენტი მწერალთა ნაწარმოებების ლიტერატურულ ღირებულებებზე გაამახვილა.
891

რედაქტირება