გიორგი მერჩულე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 9:
გიორგი მერჩულეს აზრით, "ქართლი" მხოლოდ ეთნოგრაფიული ერთეული როდია, საქართველოა ყველგან, სადაც ღვთისმსახურება ქართულ ენაზე სრულდება: "ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების". ქართული საზოგადოებრივი და ფილოსოფიური აზროვნების ისტორიის თვალსაზრისით გიორგი მერჩულეს მსოფლმხედველობა ცხოველ ინტერესს იწვევს. მწერალი ოფიციალური ქრისტიანული იდეოლოგიის მტკიცედ დამცველია, ქადაგებს პატრიოტიზმისა და კაცთმოყვარეობის იდეებს. თხზულებაში ზოგჯერ სასულიერო მწერლობისათვის მოულოდნელი ეპიზოდებიც გვხვდება, იგრძნობა ლტოლვა საერო მოტივებისაკენ, რაც უმთავრესად სატრფიალო თავგადასავალთა გადმოცემაში მჟღავნდება. გიორგი მერჩულე ქართული [[პროზა|პროზის]] დიდოსტატია. თემატიკურ მრავალფეროვნებასა და იდეურ-აზრობრივ სიღრმესთან ერთად თხზულება ინტიმურ-ფსიქოლოგიურ განცდებისა და ყოფითი რეალიების სრულყოფილი ასახვითაც გამოირჩევა. მისთვის დამახასიათებელია ხატოვანი და ძარღვიანი, ზოგჯერ სადა და მარტივი ენა, ბრწყინვალე მხატვრული გამომსახველობითი ხერხები, განცდის სიწრფელე და უშუალობა.
 
"გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" საინტერესოა აგრეთვე როგორც ლიტერატურული წყარო, სანდო ცნობებს გვაწვდის IX-X საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე ქართველი მწერლების [[სოფრონ შატბერდელი|სოფრონ შატბერდელის]], [[ილარიონ პარახელი|ილარიონ პარახელის]], [[გიორგი მაწყვერელი |გიორგი მაწყვერელისა]] და [[სტეფანე მტბევარი|სტეფანე მტბევარის]] შესახებ. იერუსალიმის საპატრიაქრო ბიბლიოთეკაში დაცულია თხზულების XII საუკუნით დათარიღებული ერთადერთი ხელნაწერი (მიაკვლია [[ჩუბინაშვილი, ნიკოლოზ|ნ. ჩუბინაშვილმა]], [[1845]]). [[1902]] ხელნაწერი აღწერა [[მარი, ნიკოლოზ|ნ. მარმა]] და მანვე გამოსცა მეცნიერულად [[რუსული ენა|რუსული]] თარგმანითურთ (Тексты и разыскания по армяно-грузинской филологии, VII, СПб., 1911). [[ლათინური ენა|ლათინურად]] თარგმნა [[პეეტერსი, პაულ|პ. პეეტერსმა]] ([[1923]]). [[1956]] [[ლენგი, დეივიდ|დ. ლანგმა]] გამოაქვეყნა მისი [[ინგლისური ენა|ინგლისური]] პარაფრაზი. საფიქრებელია, რომ გიორგი მერჩულეს გარკვეული ღვაწლი მიუძღვის [[ჰიმნოგრაფია|ჰიმნოგრაფიაშიც]]. ამაზე უნდა მიუთითებდეს მინაწერი [[მიქელმიქაელ მოდრეკილი|მიქელ მოდრეკილის]] საგალობელთა კრებულში ([[მერჩულიულნი]]).
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გიორგი_მერჩულე“-დან