სიუნიქის სამეფო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{წყარო}}
'''სიუნიქის სამეფო''', ''სივნიეთი'', ფეოდალური სახელმწიფო [[სომხეთი|სომხეთის]] სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, [[X საუკუნე|X]] საუკუნის II ნახევრიდან [[XII საუკუნე|XII]] საუკუნემდე. მოიცავდა სიუნიქის ოლქს – თანამედროვე სომხეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს. მისი დამაარსებელი იყო სიუნიქის მთავარი სმბატი, რომელიც [[970]] წელს მეფედ აკურთხეს. სამეფოს მართავდნენ [[ორბელიანები|ორბელიანთა]] დინასტიის წარმომადგენლები. სამეფოს პოლიტიკური ცენტრი იყო [[ღაფანი]], ხოლო რელიგიური – ტატევის მონასტერი. სამეფომ განსაკუთრებულ აყვავებას მიაღწია XI საუკუნის პირველ ნახევარში [[ვასაკ I]]-სა და [[სმბატ II]]-ის მმართველობისას. მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა იყო მიწათმოქმედება და მესაქონლეობა. აქ ითვლებოდა 43 ციხე, 48 მონასტერი და ათასზე მეტი სოფელი. [[1170]] წელს დაიპყრო სელჩუკთა მმართველმა ელდიგუზმა. მონღოლთა ბატონობის დროს სიუნიქის სამეფომ ნაწილობრივ შეინარჩუნა დამოუკიდებლობა.