ხეთური ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 3:
 
ხეთური ენა არის ყველაზე ადრინდელი დოკუმენტირებული [[ინდო-ევროპული ენა]], რომელიც ხელახლა აღმოაჩინეს საუკუნეზე ცოტა მეტი ხნის გასვლის შემდეგ იმ მომენტიდან, როცა ფორმულირებული იქნა პროტო-ინდო-ევროპული ჰიპოთეზა. სტრუქტურასა და ფონოლოგიაში გამოკვეთილი განსხვავებების გამო ზოგიერთი თანამედროვე ლინგვისტი, განსაკუთრებით, ედგარ ჰ. სტურტევანტი და უორენ კაუგილი, გვარწმუნებს, რომ იგი დაკლასიფიცირდეს, როგორც ინდო-ევროპული ენების და-ძმური ენა და არა როგორც მათი შთამომავალი ენა, რითაც, ფაქტიურად, ყალიბდება ინდო-ხეთური ჰიპოთეზა. მრავალი მეცნიერი, მიუხედავად ამისა, აგრძელებს პროტო-ინდო-ევროპული ენის პირველადობის ტრადიციული მე-19 საუკუნის შეხედულებების ლობირებას და მიაჩნიათ, რომ ხეთურის უჩვეულო თვისებები ძირითადად მისი გვიანდელი ინოვაციების შედეგია.
 
 
== სახელი ==
 
"ხეთი" არის თანამედროვე სახელი, მას შემდეგ, რაც (ეს ჯერ სადავო საკითხია) ხეთების სამეფო იდენტიფიცირებული იქნა ებრაულ [[ბიბლია]]ში მოხსენიებულ ხეთებთან.
Line 19 ⟶ 17:
პირველი დასაბუთებული პრეტენზია ხეთური ენის კუთვნილების შესახებ გამოთქმული იყო იორგენ ალექსანდერ კნუდცონის (Jørgen Alexander Knudtzon, 1902 წ.) მიერ წიგნში, რომელიც ეძღვნებოდა ეგვიპტის ფარაონის მიერ ხეთების მმართველისათვის გაგზავნილ ორ წერილს. ეს წერილები იპოვნეს ელ-ამარნაში, ეგვიპტეში. კნუდცონი ამტკიცებდა, რომ ხეთური იყო ინდო-ევროპული ენა, უმეტესად, მორფოლოგიის საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ მას არ გააჩნდა ბილინგვური ტექსტები, მან მაინც შეძლო, რომ მოეცა ამ ორი წერილის ნაწილობრივი თარგმანი იმის წყალობით, რომ იმ პერიოდის დიპლომატიურ მიმოწერას გააჩნდა ჩამოყალიბებული ფორმულარული ხასიათი. მისი არგუმენტები არ იქნა საყოველთაოდ მიღებული, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ის მორფოლოგიური მსგავსებები, რომელიც მან ხეთურსა და ინდო-ევროპულს შორის შენიშნა, შეიძლება ინდო-ევროპულს გარეთაც იქნას ნაპოვნი, და ნაწილობრივ იმის გამო, რომ წერილების თარგმანი, სავსებით სამართლიანად, ჩათვლილი იყო გაურკვევლად.<br />
შემდეგში ჰუგო ვინკლერმა ბოღაზქოის თანამედროვე სოფელში აღმოაჩინა ფილების დიდი რაოდენობა, რომელიც შესრულებული იყო უკვე გაშიფრული აქადური ლურსმული დამწერლობით, მაგრამ უცნობ ენაზე. ბოღაზქოი კი იმყოფება ზუსტად იმ ადგილზე, სადაც ოდესღაც იდგა ხათუსა, ხეთების იმპერიის დედაქალაქი. ამ დიდი მასალის შესწავლის საფუძველზე ბედრიხ ჰროზნიმ (Bedřich Hrozný) მოახერხა ენის გაშიფრვა. მან წარმოადგინა თავისი არგუმენტები, რომ ეს ენა ინდო-ევროპულია, იმ სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა 1915 წელს, რომელსაც მალე მოჰყვა ამ ენის გრამატიკაც (Hrozný 1917 წ.). ჰროზნის არგუმენტაცია, რომ ხეთური ეკუთვნოდა ინდო-ევროპული ენების ოჯახს, სავსებით თანამედროვე სტილის იყო, მაგრამ მაინც ცუდად დასაბუთებული. იგი ყურადღებას ამახვილებდა მორფოლოგიის იდიოსინკრაზიული ასპექტების გამაოგნებელ მსგავსებებზე, რაც ძალიან არ გავდა შემთხვევითს და ასევე ნაკლებსავარაუდო იყო მისი ნასესხებობა. ამ მსგავსებებს შორის იყო რ/ნ მონაცვლეობა (იხილეთ [[როტაციზმი]]) ზოგიერთი სახელების შტოებში და ვოკალური აბლაუტი. ორივე ეს მოვლენა ჩანდა წყლის აღმნიშვნელ არსებით სახელში "ვადარ", რომლის მხოლობითი სახელობითი იყო "ვადარ", ხოლო მხოლობითი ნათესაობითი _ "ვედენას". მან ასევე წარმოადგინა მთელი წყება რეგულარული ბგერითი შესაბამისობებისა. პირველი მსოფლიო ომით გამოწვეული მოკლე საწყისი დაყოვნების შემდეგ, ჰროზნის შიფრი, მისი დაწვრილებითი გრამატიკული ანალიზი და ხეთურის ინდო-ევროპულთან ნათესაობის დამამტკიცებელი საბუთები ძალიან ჩქარა გახდა საყოველთაოდ მიღებული და აღიარებული. მალე ამას დაემატა კიდევ უფრო ფართო დასაბუთება, წარმოდგენილი თანამედროვე სწავლულების მიერ, როგორიცაა ედგარ ჰ. სტურტევანტი, რომელმაც გამოსცა პირველი მეცნიერულად შედგენილი ხეთური გრამატიკა ქრესტომათიითა და ლექსიკონით. სტურტევანტის გრამატიკის 1951 წელს გადასინჯული გამოცემა ჯერ ისევ ავტორიტეტულია დღესაც.
 
== კლასიფიკაცია ==
 
== ორთოგრაფია ==
 
 
== ფონოლოგია ==
5.1 ხმოვნები
5.2 თანხმოვნები
5.3 ხორხისმიერნი
5.4 სატემური თავისებურებების დიფუზია ინდო-ევროპულში
 
== გრამატიკა ==
6.1 მორფოლოგია
6.1.1 არსებითი სახელი
6.1.2 ზმნა
6.1.2.1 მი-უღლება
6.1.2.2 მოქმედებითი გვარი
6.2 სინტაქსი
 
== კორპუსი ==
 
== რეფერენციები ==
 
 
== ლიტერატურა ==
Line 83 ⟶ 54:
* Wittmann, Henri (1969). "The Indo-European drift and the position of Hittite". International Journal of American Linguistics 35: 266–268. doi:10.1086/465065.[8]<br />
</div>
 
== იხილეთ აგრეთვე ==
 
Languages portal
 
Ancient Near East portal
Johannes Friedrich
Albrecht Goetze
Bedřich Hrozný
Craig Melchert
Edgar H. Sturtevant
Henri Wittmann
 
== გარე ბმულები ==
 
Hittite online - The University of Texas at Austin
The Hittite Grammar Homepage
Hethitologie Portal Mainz (in German)
ABZU - a guide to information related to the study of the Ancient Near East on the Web
Hittite Dictionary
 
[[an:Idioma hitita]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხეთური_ენა“-დან