მამა გაბრიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

→‎ბიოგრაფია: ბევრი გადაუმოწმებელი ფაქტია
(→‎ბიოგრაფია: ბევრი გადაუმოწმებელი ფაქტია)
 
=== სიყმაწვილე და გზა ტაძრისკენ ===
[[ფაილი:Monk Gabriels Blood.jpg|thumb|100px|left|სინჯარა, რომელშიც გადმოცემით მამა გაბრიელის უხრწნელი სისხლია შენახული.{{ფაქტი}}]]მამა გაბრიელმა დაამთავრა [[თბილისი|თბილისის]] 24-ე საშუალო სკოლის ექვსი კლასი. [[1949]] წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. იგი მსახურობდა [[ბათუმი|ბათუმში]]. მიუხედავად არმიაში არსებული სიმკაცრისა, გაბრიელი ახერხებდა ოთხშაბათს და პარასკევს [[მარხვა|მარხვას]] და ასევე [[ეკლესია|ეკლესიაში]] სიარულს, სწორედ აქ შეისწავლა მან [[ხუცური]] დამწერლობა. 1951-55 წლებში სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, უფლის სადიდებლად, თავის ეზოში ააგო ოთხგუმბათიანი ეკლესია, სადაც კომუნისტების მიერ ჩამორთმეული, გადაყრილი, თუ მიტოვებული ხატები დააბრძანა. ხელისუფლება რამდენჯერმე ცდილობდა დაენგრია ეკლესია, მაგრამ უშედეგოდ (ეკლესია დღესაც დგას თეთრიწყაროს ქუჩაზე). [[1954]] წელს მამა გაბრიელმა თხოვნით მიმართა ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსს [[მეუფე]] გაბრიელს დიაკვნად კურთხევასთან დაკავშირებით. [[1955]] წელს [[წმიდანი თავნი მოციქულთანი პეტრე და პავლე|პეტრე-პავლეს]] ეკლესიაში, რომელიც ქუთაისში მდებარეობს მოხდა მამა გაბრიელის [[დიაკონი|დიაკვნად]] კურთხევა, ხოლო [[1955]] წლის 23 [[თებერვალი|თებერვალს]] [[მოწამეთა|მოწამეთას მონასტერში]]. ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა ის [[ბერი|ბერად]] აღკვეცა და მისივე თხოვნით [[წმინდა გაბრიელ ათონელი]]ს სახელი უწოდა. ამავე წლის 27 თებერვალს მამა გაბრიელი მღვდელ-მონაზვნად იკურთხა. [[1956]] წელს [[მღვდელ-მონაზონი]] გაბრიელი ავადმყოფობის გამო ითხოვს საეკლესიო სამსახურიდან დათხოვნას, მის თხოვნას წინ უსწრებს [[დოკუმენტი]] იმის შესახებ, რომ იგი უკვე დათხოვნილია, ამავე წლის მაისში იგი ინიშნება [[წმინდა ნინო|წმინდა ნინოს]] ეკლესიაში მთავარ დიაკვნად. სიცოცხლის ბოლო წლებში მამა გაბრიელი მოღვაწეობდა მცხეთაში, [[სამთავრო (ტაძარი)|სამთავროს დედათა მონასტერში]].
 
=== ბერის გაბედული ნაბიჯები კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ ===
მამა გაბრიელი იყო პირველი, ვინც კომუნისტების დროს ბერად აღიკვეცა და ააშენა ეკლესია.{{ფაქტი}} [[1965]] წელს 1 მაისს კომუნისტური აღლუმის დროს დაწვა [[ლენინი]]ს 12 მეტრიანი პორტრეტი. დაკითხვაზე მამა გაბრიელმა განაცხადა: ''”იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა, და არა [[ლენინი]]ს სურათი. კაცს რად უნდა დიდება. უნდა ეწეროს: დიდება ქრისტე ღმერთს”''{{ფაქტი}}. [[კრემლი|კრემლიდან]] გაიცა ბრძანება ბერის გაუსამართლებლად დახვრეტის შესახებ, რაც შემდეგ შეიცვალა უზენაესი სასამართლოს 1965 წ. 3 აგვისტოს განჩინებით.{{ფაქტი}} მამა გაბრიელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას უკიდურესად არაჰუმანურად ეპყრობოდნენ.{{ფაქტი}}
 
=== ბოლო წლები და ბერის ანდერძი ===
მამა გაბრიელი ბოლო წლებში ცხოვრობდა [[სამთავრო (ტაძარი)|მცხეთის დედათა მონასტრის]] ტერიტორიაზე არსებულ, მეფე [[მირიან III]] კოშკში. [[1995]] წელს [[ბერი]] [[წყალმანკი|წყალმანკით]] მძიმედ დაავადდა. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს პატრიარქმა [[ილია II]]-მ გაბრიელ ბერი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა. [[1995]] წ. 2 ნოემბერს არქიმანდრიტი გაბრიელი გარდაიცვალა. იგი ანდერძისამებრ დაკრძალულია [[ბერ-მონაზვნური წესი|ბერ-მონაზვნური წესით]], ჭილოფში გახვეული, მცხეთის [[სამთავრო (ტაძარი)|დედათა მონასტრის]] სასაფლაოზე. არქიმანდრიტი გაბრიელის სისხლი, რომელიც ექიმმა-ქირურგმა ზურაბ ვარაზაშვილმა აიღო ანალიზის ჩასატარებლად - დღემდე უხრწნელია<ref>[http://www.orthodoxy.ge/biografiebi/beri_gabrieli_tskhovreba.htm ბერის უხრწნელი სისხლი (იხ. სტატიის დასასრულს)]</ref>. მამა გაბრიელის საფლავზე ჩაუქრობელი კანდელიდან აღებული ზეთი სასწაულებრივი კურნების თვისებით არის ცნობილი, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. ეს ფენომენი მეცნიერულად, დღემდე შეუსწავლელია<ref>[http://orthodoxy.wanex.net/sastsaulebi/beri_gabrieli_sastsaulebi.htm გაბრიელ ბერის სასწაულმოქმედი ზეთი და სასწაულები]</ref>.
 
მამა გაბრიელმა იწინასწარმეტყველა საკუთარი გარდაცვალების თარიღი, ასევე არსებობს გადმოცემა იმის შესახებ, რომ გაბრიელის საფლავზე დაშვებული წმინდა [[სვეტი]] მას წმინდანად შერაცხავს.{{ფაქტი}}
 
==ციტატები==
12,235

რედაქტირება