მართვის მოწმობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 15:
1. თეორიული გამოცდა
2. პრაქტიკული გამოცდა.
 
 
მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დაშვებამდე მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია გაიაროს ფერთა აღქმის ელექტრონული ტესტი. ტესტი შედგება სამი ილუსტრირებული კითხვისაგან. თითოეული ტესტის კითხვა მოიცავს ოთხ სავარაუდო პასუხს, რომლიდანაც სწორია მხოლოდ ერთი. მძღოლობის კანდიდატს ევალება სავარაუდო პასუხებიდან ამოირჩიოს სწორი პასუხები. ფერთა აღქმის ტესტის დადებითი შეფასების მისაღებად საჭიროა 10 წუთის განმავლობაში სამივე კითხვაზე სწორი პასუხის გაცემა.
 
 
თუ მოქალაქემ აღნიშნული ფერთა აღქმის ტესტი ვერ ჩააბარა, მან უნდა წარადგინოს სამედიცინო ცნობა ფორმა 100, ე.წ. "ფსიქო".
 
'''თეორიული გამოცდა''' შედგება 30 კითხვისგან, აქედან აუცილებელია 27 კითხვაზე სწორი პასუხის გაცემა. ამ გამოცდისთვის დათმობილია 30 წთ.
 
 
'''პრაქტიკული გამოცდისთვის''' ტარდება ავტოდრომზე ან დახურულ მოედანზე, რომელიც არის იზოლირებული და გამოცდების მისაღებად შესაბამისი მოწყობილობებით აღჭურვილი მყარსაფარიანი ტერიტორია. ტერიტორიებს, რომლებიც გამოიყენება სატრანსპორტო საშუალებებზე პრაქტიკული გამოცდების ჩასატარებლად, გააჩნია 6 ელემენტი, რომელთა სწორად გაკეთების შემთხვევაში გამოცდა ითვლება ჩაბარებულად. ეს ელემენტებია:
1. ბოქსი ”უკუსვლით შესვლისათვის"
2. ზიგზაგი
3. საგაბარიტო შესვლა
4. რვიანი
5. აღმართი
6. პარკირება