მართვის მოწმობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 7:
{{მთავარი|მართვის მოწმობის კატეგორიები}}
არსებობს მართვის მოწმობის 5 სახე, კატეგორია: “A”, “B”, “C”, “D”, “E”
 
 
==საქართველოს მოქალაქის მართვის მოწმობა==
 
საქართველოს მოქალაქის მართვის მოწმობა გაიცემა საქართველოს შსს სამინისტროს მიერ. მის ასაღებად საქართველოს მოქალაქემ რამდენიმე პროცედურა უნდა გაიაროს:
 
1. თეორიული გამოცდა
2. პრაქტიკული გამოცდა.
 
მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დაშვებამდე მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია გაიაროს ფერთა აღქმის ელექტრონული ტესტი. ტესტი შედგება სამი ილუსტრირებული კითხვისაგან. თითოეული ტესტის კითხვა მოიცავს ოთხ სავარაუდო პასუხს, რომლიდანაც სწორია მხოლოდ ერთი. მძღოლობის კანდიდატს ევალება სავარაუდო პასუხებიდან ამოირჩიოს სწორი პასუხები. ფერთა აღქმის ტესტის დადებითი შეფასების მისაღებად საჭიროა 10 წუთის განმავლობაში სამივე კითხვაზე სწორი პასუხის გაცემა.