ხეთების სამეფო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 60:
 
ადგილობრივ მოსახლეობაში უკვე მომხდარ იყო ქონებრივი და სოციალური დიფერენციაცია. კაპადოკიის და საერთოდ, აღმოსავლეთ მცირე აზიის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებული იყო „ქალაქ-სახელმწიფოს“ ტიპის ათამდე პოლიტიკური გაერთიანება. ქალაქ-სახელმწიფოს სათავეში ედგა „რუბაუმ“ – მეფე, ანდა ზოგჯერ „რუბათუმ“ – დედოფალი. სამეფო კარზე მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ „დიდებულები“ (რაბიუთუმ). ესენი იყვნენ სახელმწიფო (სამეფო) თანამდებობის პირები, რომელთა რიცხვი რამდენმე ათეულს აღწევდა. მათ შორის აღსანიშნავია „კიბის მოძღვარი“ (რაბი სიმმილთიმ), რომელიც ქალაქ-სახელმწიფოში უზენაესი მოსამართლის (მეფის) მოადგილის ფუნქციებს განაგებდა. ზოგჯერ იგი სამეფო ტახტზეც ადიოდა.
 
ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისიდანვე მცირე აზიის ცალკეულ ქალაქ-სახელმწიფოთა შორის დიდი ბრძოლა იყო გამართული ჰეგემონობისათვის. პირველ ხანებში იგი [[ბურსახანდა]]ს (ბურუშხათუმის) სასარგებლოდ მიმდინარეობდა. მისი მმართველი ანატოლიის დანარჩენ „მთავრებს“ შორის „დიდ მეფედ“ ითვლებოდა.
 
აგრეთვე ერთ-ერთი ძლიერი პოლიტიკური გაერთიანება იყო [[ქანიში]] (იგივე ''ნესა''), რომელიც განსაკუთრებით უნდა გაძლიერებულიყო XIX საუკუნეში, როცა სავაჭრო კოლონიები აღმავლობას განიცდიდნენ მთელ ანატოლიაში. ქანიშის მმართველთაგან ცნობილია [[ლაბარშა]], [[ინარი]] და მისი ძე [[ვარშამა]]. ცნობილია, რომ ინარი და ვარშამა ბრძოლებს აწარმოებდნენ მეზობელი რაიონების დამორჩილებისათვის, რაც კარგად ჩანს მამას ქვეყნის მეფის – ''ანუმხირბის'' – წერილიდან, რომელიც ვარშამასადმია გაგზავნილი. თავის მხრივ, მამას ქვეყნის მმართველიც ცდილობდა გაეფართოებინა თავისი სამფლობელოები მეზობელი რაიონების ხარჯზე. ინარის დროს ქანიშსა და მამას შორის ხელშეკრულება იყო დადებული.
 
აღმოსავლეთ ანატოლიის პოლიტიკურ ერთეულთაგან აგრეთვე ყურადღებას იპყრობს [[ქუსარა|ქუშარი]] – ხეთური წარწერების ''ქუსარა'', ნესიტების ერთ-ერთი ადრინდელი პოლიტიკური ცენტრთაგანი მცირე აზიაში.<ref name="მელიქიშვილი გ., გვ. 216-218">მელიქიშვილი გ., გვ. 216-218</ref> სავარაუდოდ, ქუსარა აღმოსავლეთ ანატოლიაში მდებარეობდა, თუმცა ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია.<ref>{{en}} [http://www.hittites.info/history.aspx?text=history%2fHattic.htm#Pithana Ḫattian Early Period.] / Information about the Hittites.</ref>
 
ქუსარას პირველ მმართველთაგან ჩვენთვის ცნობილი არიან ფითხანა და მისი ძე ანითა (დაახ. [[ძვ. წ. 1790]]–[[ძვ. წ. 1750]] წწ.). ფითხანას დროს, როცა ანითა „კიბის მოძღვარი“ იყო, იწყება მეზობელი რაიონების დაპყრობა, რომლის პოლიტიკაც განაგრძო ანითამ. თავისი მმართველობის დასაწყისისათვის წყაროები უბრალოდ „მეფეს“ უწოდებენ. მას შემდეგ, რაც ანითამ დაიმორჩილა მეზობელი რაიონები, დაამარცხა ხათის მეფე ''ფიუსთი'' და [[ხათუსა]] მიწასთან გაასწორა, ხოლო ფურუსხანდას განადგურების შემდეგ მისი მმართველი ტყვედ წამოიყვანა, წყაროებში ანითა უკვე იხსენიება როგორც „დიდი მეფე“. თავის რეზიდენციად მან აირჩია ქ. [[ნესა]], სადაც ციხე-სიმაგრეები და ტაძრები ააგო.
 
ანითას დროს ცენტრალურ მცირე აზიაში შეიქმნა საკმაოდ ძლიერი სამეფო. იგი თითქმის მთელ ზეგანს მოიცავდა. ამ ხანის ქუსარა იყო ძლიერი პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ხეთების ძველ სამეფომდე არსებობდა.<ref name="მელიქიშვილი გ., გვ. 216-218"></ref>
 
=== ხეთების ძველი სამეფო ===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხეთების_სამეფო“-დან