გაეროს გენერალური ასამბლეა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ბოტის შეცვლა: mk:Генерално собрание на ООН)
 
გენერალური ასამბლეა მოიწვევა ყოველწლიურად, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება მოწვეულ იქნეს სპეციალური ან საგანგებო სპეციალური სესიები. იგი უფლებამოსილია განიხილოს ნებისმიერი საკითხი გაეროს წესდების ფარგლებში, რეკომენდაცია მისცეს წევრ სახელმწიფოებს ყველა საკითხზე და საქმეზე, გარდა იმ საკითხებისა, რომლებიც [[გაეროს უშიშროების საბჭო]]ს კომპეტენციას მიეკუთვნება. გენერალურ ასამბლეას აქვს 6 მთავარი კომიტეტი თავისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, ასევე სხვა დამხმარე ორგანოები. ასამბლეის სხდომაზე გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან საკითხებზე მიიღება ხმათა 2/3-ით, სხვა საკითხებზე - ხმათა უბრალო უმრავლესობით. გენერალური ასამბლეის რეზოლუციებს არა აქვთ კანონის ძალა, მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებენ.
 
==რესურსები ინტერნეტში==
 
* [http://www.un.org/ga გაეროს გენერალური ასამბლეა]
* [http://www.un.org/documents/resga.htm გაეროს გენერალური ასამბლეას - დოკუმენტების ცენტრი]
 
{{პოლიტიკა}}