ლონდინიუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

ორთოგრაფია
(ორთოგრაფია)
'''ლონდინიუმი''', ასევე '''რომაული ლონდონი''' ({{lang-la|Londinium}}; {{lang-en|Roman London}}) — თანამედროვე [[ლონდონი]]ს ტერიტორიაზე არსებული ძველი რომაული [[ქალაქი]], [[რომის იმპერია|რომის]] პროვინცია [[ბრიტანია|ბრიტანიის]] [[დედაქალაქი]]. მდინარე [[ტემზა]]ზე ხელსაყრელი მდებარეობის გამო ლონდინიუმი იმავდროულად ქვეყნის უმნიშვნელოვანეს სავაჭრო ცენტრსაც წარმოადგენდა — [[მდინარე|მდინარის]] საშუალებით ქალაქი უკავშირდებოდა როგორც ქვეყნის შიდა რეგიონებს, ასევე ზღვას.
 
ლონდინიუმის ძველი ისტორიის აღდგენა შესაძლებელია [[ანტიკური ხანა|ანტიკური ხანის]] ავტორთა დღემდე მოღწეული მცირერიცხოვანი ნაშრომების საფუძველზე, რომლებიც ძირითადად არა კონკრეტულად [[ქალაქი]]ს, არამედ [[ბრიტანეთი]]ს ზოგადი [[ისტორია|ისტორიის]] შესახებ გვაწვდიან ცნობებს. ასევე მნიშვნელოვან მასალას წარმოადგენს [[ქალაქი|ქალაქ]] [[ლონდონი]]ს [[არქეოლოგია|არქეოლოგიური]] მონაპოვარიც. [[III საუკუნე|III საუკუნის]] ბოლოს ლონდინიუმი ანტიკეისარ [[კარაუზიუსი]]ს რეზიდენციად იქცა და შესაბამისად ბრიტანეთის ბუნტარული იმპერიის [[დედაქალაქი|დედაქალაქს]] წარმოადგენდა. როგორც ყველა რომაულ მნიშვნელოვან [[ქალაქი|ქალქსქალაქს]], ლონდინიუმსაც გააჩნდა იმ დროისთვის გავრცელებული ტიპური საზოგადოებრივი ნაგებობები; დღეს მხოლოდ მათი ნაწილია იდენტიფიცირებული [[არქეოლოგია|არქეოლოგიური გათხრების]] შედეგად. [[ქალაქი]]ს ცენტრში მდებარე დიდი ფორუმი, რომელიც თავისი სტილის ნაგებობებში უდიდესი იყო [[ალპები]]ს ჩრდილოეთით, ხაზს უსვამს ლონდინიუმის ძლიერ [[ეკონომიკა|ეკონომიკურ]] მდგომარეობას. ამას მოწმობს [[მდინარე]] [[ტემზა]]ს ნაპირებზე არსებული არაერთი ნანგრევი საქონლის ძველი საწყობისა.
 
== ისტორია ==
12,235

რედაქტირება