კუ-კლუქს-კლანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 8:
სამოქალაქო ომმა იმდროის აშშ მოსახლეობის შეხედულებებზე გადამწყვეტი ზეგავლენა იქონია. სამხრეთში დაწყებულმა რეკონსტრუქციამ (1865—1877) ძირფესვიანად შეცვალა შავ და თეთრკანიან მოსახლეობაში უკვე არსებული დამოკიდებულება.
===კუ-კლუქს-კლანის შექმნა ===
[[ფაილი:KKK-Flag.svg|thumb|left|კუ-კლუქს-კლანის დროშა]]
1865 წლის 24 დეკემბერს, როდესაც სამხრეთმა წინააღმდეგობა შეწყვიტა, ტენესის შტატის ქალაქ პიულასკიში მოსამართლე თომას ლ. ჯონსმა და სამხრეთის არმიის ექვსმა ვეტერანმა საიდუმლო ორგანიზაციის ჩამოყალიბება განიზრახეს, რაც ადგილობრივი სასამართლოს შენობის მემორიალურ დაფაზე შემორჩენილი მინაწერით მტკიცდება. კუ-კლუქს-კლანის პირველი ექვსი დამაარსებლის სახელებია მაქქორდი, ლესტერი, კენედი, ქროუ, ჯოუნსი და რიდი.
რიდის იდეა იყო დასახელება "კუ-კლოსის რაინდები", მაგრამ მანამდე უკვე არსებობდა სახელწოდება ""ოქროს წრის რაინდები". მაშინ შოტლანდიელმა კენედიმ სიტყვა "კლანი" შესთავაზა თანამდგომებს, რაც ნათესაობას, ოჯახს, ახლოგარემოცვას აღნიშნავდა.