რომაული ლეგიონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎შემადგენლობა: ვიკიფიცირება
ხაზი 2:
'''ლეგიონი''' (legio, ნათ. ბრ. legionis\lego - "ვაგროვებ", "ვკრებ") — ძირითადი ორგანიზებული ერთეული [[რომის იმპერია|ძველი რომის]] არმიაში. თავდაპირველად ლეგიონი ეწოდებოდა რომის მთელ ჯარს, რომელიც წარმოადგენდა მონათმფლობელურ მილიციას — 3000 ქცეითი ჯარისკაცი და 300 მხედარი შეძლებული მოქალაქეებისგან, რომლებიც იკრიბებოდნენ მხოლოდ ომის დროს და სამხედრო წრთვნისას. ძვ.წ. V-IV საუკუნეებში ლეგიონების რაოდენობა 2-4 და მეტადაც გაიზარდა.
== შემადგენლობა ==
ლეგიონის შემადგენლობაში იყო მძიმე ქვეითი ჯარი — 3000 კაცი (პრინციპები, [[გასტატები]], [[ტრიარიები]]).
მსუბუქი ქვეითი ჯარი — 1200 კაცი ([[ველიტები]]) და 300 ცხენოსანი. მძიმე ქვეითი ჯარი იყოფოდა 30 ტაქტიკურ ქვეგანაყოფად — [[მანიპულა]] (თითოში 60-120 მეომარი, რომლებიც ორ [[ცენტურიონი|ცენტურიონს]] შეადგენდნენ, მათ ემატებოდათ ველიტები. რესპუბლიკის დროს ლეგიონის სათავეში იდგა ტრიბუნი, იმპერიის დროს - ლეგატი. ძვ. წ. II საუკუნის მიწურულს მარიუსმა შეცვალა ლეგიონის ორგანიზაცია, ჯარისკაცებს ხელფასი მოუმატა და რომის არმია გახდა პროფესიონალური, დაქირავებული არმია. იმპერატორ ავგუსტუსის დროს ლეგიონის შემადგენლობა 7 000 კაცამდე გაიზარდა. ლეგიონს მიენიჭა ნომერი და სახელწოდება. ჰქონდა "დროშა" — ჯოხზე დამაგრებული ვერცხლის არწივი. რომის იმპერიის გაყოფის დროს (ახ.წ. IV საუკუნის ბოლოს) აღმოსავლეთ იმპერიაში იყო 70 ლეგიონი, დასავლეთში 63.
XVI-XIX სს. ლეგიონი ეწოდებოდა სხვადასხვა სამხედრო ფორმირებებს [[საფრანგეთი|საფრანგეთში]], [[დიდი ბრიტანეთი|დიდ ბრიტანეთში]], [[გერმანია]]სა და [[რუსეთი|რუსეთში]].
 
== ლიტერატურა ==