ეგვიპტის ძველი სამეფო: განსხვავება გადახედვებს შორის

1335095 ცვლილების გაუქმება 95.104.28.35-ის მიერ (განხილვა)
(1335095 ცვლილების გაუქმება 95.104.28.35-ის მიერ (განხილვა))
 
ძველი ეგვიპტის მატერიალური კეთილდღეობა ძირითადად სოფლის მეურნეობაზე იყო დამოკიდებული, ხოლო ეს უკანასკნელი–ერთიანი [[ეგვიპტის საირიგაციო სისტემა|საირიგაციო სისტემის]] მწყობრ მუშაობაზე, რადგან მხოლოდ მისი საშუალებით შეიძლებოდა [[ნილოსი|ნილოსის]] წყლის მიწოდება ყანებისა და საძოვრებისათვის ვარგისი მიწებისთვის. ძველი სამეფოს დროს დასრულდა ქვეყნის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფა. თითოეულ [[ნომი|ნომს]] ევალებოდა წესრიგში ჰქონოდა მის ტერიტორიაზე განლაგებული საირიგაციო ქსელის არხები და ყოველწლიურად ჩაებარებინა სამეფო ბეღლისათვის მარცვლეულის განსაზღვრული რაოდენობა. ადრეული დინასტიის პერიოდის ეგვიპტეში ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ფარაონი თვითონ ატარებდა მოსავლის ინსპექციას. ამ პროცედურას [[ხორის გაცილება]] ეწოდებოდა. [[ეგვიპტის III დინასტია|III დინასტიიდან]] ხორის გაცილება უკვე ყოველწლიური გადასახადების აღწერად იქცა, რომელსაც ადგილზე ატარებდა სათანადო მოხელე ნომის მმართველის მეთვალყურეობით.
ძველი სამეფოს ეგვიპტეს არ ჰყავდა რეგულარული არმია და ფლოტი, მაგრამ სამხედრო ლაშქრობების დროს თითოეული ნომიდან იწვევდნენ მასზე შეწერილი მამაკაცების განსაზღვრულ რაოდენობას. ასევე გამოყოფილი იყო მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა მაღაროებში მუშაობისათვის და ნიჩბოსნებად ძირითადად [[ლიბანი|ლიბანსა]] და [[ბიბლოსი|ბიბლოსში]] ექსპედიციებისათვის, საიდანაც ეგვიპტელებს ჩამოჰქონდათ მათთვის ძვირფასი ხე, რომლის ნაკლებობა ეგვიპტეში იგრძნობოდა.
yvela daxoces satitaod mag nadzirlebma
 
== IV დინასტიის ეგვიპტე ==
426

რედაქტირება