სამარხი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{მმ*|სამარხი (სახსარი)}} '''სამარხი''', მიცვალებულის დასაკრძალავი ...
 
დამატება
ხაზი 1:
{{მმ*|სამარხი (სახსარი)}}
'''სამარხი''', მიცვალებულის დასაკრძალავი ორმო, მოედანი, ნაგებობა, მოწყობილობა. იმის გამო, რომ მიცვალებულისათვის ინვენტარის ჩატანება წესად ჰქონდათ, სამარხი ძველი ისტორიის პერიოდების შესწავლის ერთ-ერთ უმთავრეს წყაროდ იქცა. სამარხები ცნობილია ძველი ქვის ხანიდან. პირველყოფილ ადამიანს თავი უნდა ეხსნა ხრწნადი ლეშისაგან. პრიმიტიული სამარხების მოწყობა უკავშირდება მიცვალებულსმიცვალებულის კულტს.
 
ევროპაში უკვე მუსტიეს ხანიდან ცნობილია სამარხები ორმოები, რომლებშიც მიცვალებულები ხელ-ფეხმოკეცილნი, „მძინარე პოზაში“ ესვენა. მათ ატანდნენ „საგზალს“, ქვის იარაღს, სამკაულს და სხვა ნივთებს. ზოგიერთი ფაქტი მოწმობს მსხვერპლთშეწირვის წესის არსებობას, რომელიც მიცვალებულის პატივისცემას და თაყვანისცემას უკავშირდება. ევროპაში ცნობილია სამარხები ზედა პალეოლითური ხანის მღვიმეებშიც.
 
[[კავკასია]]ში და, კერძოდ, [[საქართველო]]ში უძველესი სამარხები ჯერჯერობით მხოლოდ ადრინდელი ბრინჯაოს ხანის [[მტკვარ-არაქსის კულტურა|მტკვარ-არაქსის კულტურიდანაა]] ცნობილი. საქართველოს ტერიტორიაზე შესწავლილია ამ ხანის გორასამარხები (ტყვიავი, შულავერი, საჩხერე), ქვისსამარხები და [[ორმოსამარხი|ორმოსამარხები]] (კიკეთი, ოზნო, ქვაცხელები). ქვაცხელების კრემაციული და ინჰიმაციური (ზოგი კოლექტიური) ქვაყრილიანი ორმოსამარხები გამოირჩეოდა თავისი ინვენტარით (ბრინჯაოს იარაღი და სხვა). ამირანის გორის ერთ-ერთ სამარხში აღმოჩნდა 7 მიცვალებულის ჩონჩხი. საჩხერის რაიონის გორასამარხების დიდ ქვაყრილში მოწყობილი ინდივიდუალური სამარხები განსაკუთრებით ცნობილია ბრინჯაოს ინვენტარით, რაც მეტალურგიის განვითარების მაღალ საფეხურს მოწმობს. ადრინდელი ბრინჯაოს დასასრულისა და შუა ბრინჯაოს ხანა კავკასიის ტერიტორიაზე აღინიშნება სოციალურ-ეკონომიკური და კულტურის განვითარების სწრაფი ტემპით. ამავე დროს მიმდინარეობს სოციალურ-ეკონომიკური დიფერენციაციის პროცესი. უფრო გამოკვეთილად ჩანს გვაროვნულ-ტომობრივ გაერთიანეათა დაწინაურება. ყოველივე ამას ასახავს ამ ხანაში უმთავრესად გავრცელებული დიდი გორასამარხები მდიდრული ინვენტარით, ესაა, მაგ., თრიალეთის გორასამარხები და სხვა ანალოგიური ძეგლები საქართველოში, [[სომხეთი|სომხეთსა]] და [[აზერბაიჯანი|აზერბაიჯანში]].
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სამარხი“-დან