ძველი ჩინეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+თარგი:შერწყმა
No edit summary
ხაზი 1:
{{შერწყმა|ჩინეთის ისტორია}}
 
 
[[მსოფლიო]] ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი კერა [[ჩინეთი]] აღმოსავლეთდა ცენტრალურ [[აზია]]ში მდებარეობს.დასავლეთი [[ჩინეთი]] მთიანი მხარეა,რომლის ძირითადი ნაწილი [[ტიბეტი]]ს მაღალ ზეგანს უკავია.აღმოსავლეთი ჩინეთი ზღვისპირამდე გადაჭიმულ დაბლობს წარმოადგენს.ტიბეტის ზეგნიდან იღებენ სათავეს და დაბლობის გავლით ზღვას ერთვიან ჩინეთის ორი დიდი წყალუხვი მდინარე, [[ხუანხე]] და [[იანძი]].სამხრეთით და დასავლეთით ჩინეთს [[ინდოეთი]]საგან [[ჰიმალაი]]ს მაღალი მთები გამოყოფენ.უძველესი ხანის დასავლეთ ჩინეთისა და ინდოეთის მოსახლეობის საქმიანობა, მათი შრომის იარაღები, სამეურნეო კულტურები ძალზე წააგავდნენ ერთმანეთს.მათ ერთი და იგივე ჯიშის შინაური ცხოველები ჰყავდათ.მსგავსებასთან ერთად იყო განსხვავებებიც: ჩინელებმა, პირველებმა მსოფლიოში, აბრეშუმის ჭიის შრომის საიდუმლოება გაითავისეს.მათ აბრეშუმის ძაფის მიღების მიღებისა და გამიყენების რთული სისტემაც შექმნეს. კულტურული მცენარეებიდან ჩინეთში დიდი მიწონებით სარგებლობდა ჩაი, რომელსაც სამკურნალო დანიშნულებაც ჰქონდა.
ჩინეთის სახელმწიფოს წარმოქმნა და განვითარების თავისებურებანი. ქრ.შ-მდე მეორე ათასწლეულის მეორე ნახევარში ხუანხეს აუზში ჩინეთის პირველი სახელმწიფო შეიქმნა. მას მეფე მართავდა. მეფის ძალაუფლება მემკვიდრეობით გადაიცემოდა. ამ დროისათვის მიწების უმეტესი ნაწილი მეფეს, მთავრებს, მოხელეებსა და ქურუმებს ეკუთვნოდა. ადგილობრივი მთავრები, ხშირად, მეფის უზენაესობას არ ცნობდნენ. ამიტომ წარმოქმნილი [[სახელმწიფო]] მტკიცე არ იყო.
გლეხებს სათემო მიწები უნაწილდებოდათ. ისინი შემოსავლის განსაზღვრულ ნაწილს სახელმწიფოს უხდიდნენ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ძველი_ჩინეთი“-დან