თათრული ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის შეცვლა: scn:Lingua tatara
ბოტის დამატება: gag:Tatar dili; cosmetic changes
ხაზი 14:

'''თათრული ენა''', ან '''თათრული''' (თათრულად, [[კირილური ანბანი]]თ татар теле, татарча; [[ლათინური ანბანი]]თ tatar tele, tatarça) არის [[თათრები|თათარი ხალხის]] ეროვნული ენა და ერთ-ერთი ოფიციალური ენა ([[რუსული ენა|რუსულთან]] ერთად) [[თათრეთის რესპუბლიკა|თათრეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში]].

== თათრული ენის გავრცელება ==

თათრულ [[ენა]]ზე ლაპარაკობენ არამარტო [[რუსეთის ფედერაცია|რუსეთის ფედერაციის]] შემავალ თათრეთში, არამედ დღევანდელი თათრეთის ავტონომიის საზღვრებს გადაღმაც, რუსეთის სხვა ავტონომიებსა და ოლქებში, ასევე ყოფილი [[სსრ კავშირი]]ს [[ევროპა|ევროპული]] ნაწილის არაერთ ქვეყანაში ([[ესტონეთი]], [[ლატვია]], [[ლიტვა]], [[მოლდოვა]], [[უკრაინა]], [[ბელორუსია]]), ასევე [[ავღანეთი|ავღანეთში]], [[ჩინეთის რესპუბლიკა|ჩინეთში]], [[ფინეთი|ფინეთში]], [[იაპონია|იაპონიაში]], [[პოლონეთი|პოლონეთსა]] და [[თურქეთი|თურქეთში]]. თათრული ენა, მოლაპარაკეთა რაოდენობის (გავრცელებულობის) მიხედვით, რუსულის შემდეგ მეორე ადგილზე დგას რუსეთის ფედერაციაში.

== დიალექტები ==
თათრულ ენას სულ სამი [[დიალექტი]] გააჩნია :

1. აღმოსავლეთისა (მიშარი),

2. შუა (ყაზანის),

3. ციმბირისა.

== ენათა ნათესაობა ==
თათრული მიეკუთვნება [[თურქული ენები|თურქულ ენათა]] ჩრდილოაღმოსავლურ (ყივჩაღურ) ჯგუფს. მასში შედის ე.წ. "ვოლგის თათრული" და "ყაზანის თათრული". რაც შეეხება ყირიმის თათრულს, მას [[ენათმეცნიერება|ენათმეცნიერებაში]] თათრულის [[ენათა ნათესაობა|მონათესავე]], ცალკე ენად განიხილავენ.

== თათრული ენის ისტორია ==

[[VIII საუკუნე|VIII]] და [[XIII საუკუნე|XIII საუკუნეებამდე]] თათრეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდა ხალხი, რომელიც [[ბოლგარები|ბოლგარების]], ან ბოლღარების სახელითაა ცნობილი. ბოლგარების ენას [[ოგურული ენა|ოგურული]] ("r"-თურქული) ერქვა. ისინი ჯერ [[ძველთურქული დამწერლობა|ძველთურქულ დამწერლობას]], ხოლო [[ისლამიზაცია|ისლამიზაციის]] შემდგომ კი, დაახლოებით [[IX საუკუნე|IX]]-დან საუკუნიდან, [[არაბული დამწერლობა|არაბულ დამწერლობას]] გამოიყენებდნენ. [[XI საუკუნე|XI]]-[[XIV საუკუნე|XIV საუკუნეებში]], როცა ამ [[გეოგრაფია|გეოგრაფიულ]] სივრცეში [[კუმანები]], [[ყივჩაღები]] და [[პაჭანიკები]] დასახლდნენ, წარმოიშვა ახალი ენა, რომელიც შეიცავდა [[ოგურული ენა|ბოლგარულისა]] და [[ყივჩაღური ენა|ყივჩაღურის]] ელემენტებს: '''თათრული ენა''' არის ყაზანური თათრულის წინაპარი ენა. არაბული ანბანის მქონე ეს ენა [[ოქროს ურდო|ოქროს ურდოსა]] და [[ყაზანის სახანო|ყაზანის სახანოს]] ენა იყო. [[ჩაგატაიური ენა|ჩაგატაიურის]], [[აზერბაიჯანული ენა|აზერბაიჯანულის]], [[თურქმენული ენა|თურქმენულისა]] და [[ოსმალური ენა|ოსმალურის]] მსგავსად თათრულიც ერთ-ერთი [[თურქული ენები|თურქული ენაა]], რომელსაც [[შუა საუკუნეები|შუა საუკუნეებში]] საკმაოდ მდიდარი [[ლიტერატურა]] ჰქონდა. თათრული ლიტერატურის მწვერვალად მიიჩნევა [[XII საუკუნე|XII საუკუნის]] [[პოემა]] "ყოლ-ღალიელი ყისა-ი-იოსიფი".

=== თათრული ენის მდგომარეობა რუსთა მიერ ყაზანის ოკუპაციიდან დღემდე ===

[[1552]] წელს, როცა [[რუსები|რუსებმა]] დაიპყრეს [[ყაზანი]], თათრულმა ენამ დაკარგა ოფიციალური სტატუსი, რომლის მოპოვება მხოლოდ [[1917]] წელს გახდა შესაძლებელი. საბჭოურ ხანაში თათრულმა ევრო-რუსული [[ნასესხობება|ნასესხობები]] აითვისა, მაგრამ თავის მხრივ გავლენა მოახდინა მეზობელ ენებზეც. თურქული ძირის [[სიტყვა|სიტყვები]] რუსულში ძირითადად თათრული ენის შუალობით დამკვიდრდა. ასე მაგალითად; "утюг" (უთო) = > "ütüg"-დან, ხოლო "изюм" (ქიშმიში) = > "üzüm"-დან მომდინარეობს. თათრულმა ენამ წარსულში მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია [[კავკასიური ენები|კავკასიურ]], [[სლავური ენები|სლავურ]], ვოლგისპირა [[ფინურ-უგრული ენები|ფინურ-უგრულ, ან მადიარულ ენებს]].

=== თათრული ანბანი ===
ხაზი 42:
== ლიტერატურა ==

1. Austin, Peter k.(გამომც.); 1000 Sprachen (lebendig, gefährdet, vergangen). "Spektrum". ISBN 97-3-8274-2100-5 (იხ. სტატია "Tatarisch", გვერდი 146.)

[[კატეგორია:თურქული ენები]]

Line 69 ⟶ 70:
[[fr:Tatar]]
[[frr:Tatarisch]]
[[gag:Tatar dili]]
[[gl:Lingua tártara]]
[[he:טטרית]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თათრული_ენა“-დან