ქუთაისის კლასიკური გიმნაზია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
+ბმულები
ხაზი 1:
[[ფაილი:KutaisiGimnazia.jpg|thumb|300 px|ქუთაისის გიმნაზია 1850-იან წლებში]]
 
'''ქუთაისის კლასიკური გიმნაზია''' 1878 წელს საგუბერნიო გიმნაზიის ბაზაზე შიექმნა, რომელიც თავის მხრივ 1830 წელს დაარსდა როგორც [[სამაზრო სასწავლებელი]]. სასწავლებელი თავდაპირველად პოლკოვნიკ წერეთლის სახლში იყო განთავსებული. 1850 წელს სასწავლებელი საგუბერნიო ვაჟთა გიმნაზიად გადააკეთეს და 1851-54 წლებში მისთვის არქ. ენფიაჯიევის პროექტით, [[ოქროს ჩარდახი]]ს სიახლოვეს დიდი ორსართულიანი შენობა ააგეს (დღევანდელი რუსთაველის ქუჩისპირა კორპუსი).
 
გაზრდილი სასწავლებლისთვის 1901-03 წლებში არქ. ი. ლუკაშევის ([[პიატიგორსკი]]სა და [[ნოვოროსიისკი]]ს გიმნაზიების ნაგებობათა ავტორი) პროექტით კიდევ ერთი დიდი შენობა აიგო (დღევანდელი ცისფერყანწელთა ქუჩისპირა კორპუსი). 1918 წელს კლასიკური გიმნაზიის გაუქმების შემდეგაც შენობებს ფუნქცია არ შეუცვლია.
 
სხვადასხვა დროს კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდნენ: [[კირილე ლორთქიფანიძე]], მამია გურიელი, აკაკი წერეთელი, გიორგი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, სერგი მესხი, ცასო აბაშიძე, კოტე მესხი, სილოვან ხუნდაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკო მარი, იოსებ ოცხელი, დუტუ მეგრელი, კიტა აბაშიძე, ნიკო ლორთქიფანიძე, ლეო ქიაჩელი, კოლაუ ნადირაძე, სარგის კაკაბაძე, დიმიტრი უზნაძე, შალვა ნუცუბიძე, დავით კაკაბაძე, ვლადიმერ მაიაკოვსკი, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, [[ვალერიან გაფრინდაშვილი]] და სხვ.
 
გიმნაზიის ძველი კორპუსი დღეს ძლიერ სახეცვლილია: 1960-იან წლებში მას მესამე სართული დააშენეს და იმპოზანტური, კლასიცისტური პორტიკიანი ფასადი მოარღვიეს.