აბულის ციკლოპური ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 42:
'''აბულის ციკლოპური ციხე''' — მშრალად ნაგები აბულის [[ციკლოპური ციხე]], სოფელ [[აბული (ახალქალაქის მუნიციპალიტეტი)|აბულის]] სიახლოვეს მდებარეობს. მის შესასვლელში, იქ, სადაც ძველი საურმე და სამანქანო გზა ერთდება, ზედაპირზევეა ქვაყუთის ტიპის საფლავები.
 
გრანდიოზული და რთული გეგმარებისაა აბულის ციხე, რომელიც [[პატარა აბული|მცირე აბულის მთის]] სამხრეთ კალთაზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 28001670 მ–ის სიმაღლეზე. აქ მთელი ქედი თხემიდან სოფ. აბულამდე [[მორენე|მორენებითაა]] დაფარული. ამით უსარგებლიათ ძველთაგანვე და ლოდების მცირე გადაადგილებით მიუღიათ დარან-სამალავები, რომლებსაც ვიწრო, დაბალი შესაძრომი აქვთ. საკმარისია ერთი ლოდის აფარება და ყველაფერი შეუმჩნეველია, ის აღარაფრით გამოირჩევა ქვიანი მასის საერთო გროვიდან. ციხე-გალავანი ამ [[დარანი|დარნების]] შუაში, მაღალ ადგილზეა აგებული. ის შედგება გალავნის, შიდა-ციხისა და მის კედლებზე შიგნიდან მიშენებული სათავს-სადგომებისაგან.
მიუხედავად იმისა, რომ წყობა ყველგან მშრალია, კედლების სიმაღლე ზოგან 5 მ-მდე აღწევს, სიგანე კი 3 მ-ია. „შიდაციხე“ მოიცავს ფართობს დაახლოებით 60×40 მ. დასავლეთის ორი კუთხე მართია, აღმოსავლეთისა — მომრგვალებული. ბურჯებიდანაც ორი მრგვალია, სამი - ოთხკუთხა. შესასვლელი ორია — სამხრეთ და დასავლეთ კედლებში.