მეთევზეობა: განსხვავება გადახედვებს შორის

+ბმული
(ბოტის დამატება: az:Balıqyetişdirmə)
(+ბმული)
[[სურათი:Faroese.fishfarm.jpg|thumb|300px|თევზსარეწი მეურნება [[ჩრდილოეთის ზღვა]]ში.]]
'''მეთევზეობა''', სოფლის მეურნეობის დარგი, რომლის დანიშნულებაა [[თევზები|თევზის]] მოშენება წყალსატევებში, მათი მარაგის გაზრდა და ხარისხის გაუმჯობესება. მოიცავს ბუნებრივი წყალსატევებისა და [[ტბორული მეთევზეობა|ტბორულ მეთევზეობას]].
 
''ბუნებრივი წყალსატევების მეთევზეობის'' დანიშნულებაა [[მდინარე]]ების, [[ტბა|ტბების]], [[წყალსატევი|წყალსატევების]], [[ზღვა|ზღვების]] თევზის მარაგის აღწარმოების გაფართოება და მისი ხარისხის გაუმჯობესება.[[ ადამიანი]]ს სამეურნეო-პრაქტიკული მოღვაწეობის სულ უფრო მზარდი მასშტაბების გამო იზრდება მისი ზემოქმედება წყლის გარემოზე (წყლების გაჭუჭყიანება, ჰიდრომშენებლობა და სხვა). ამის გამო, ხშირად ირღვევა ან ქვეითდება თევზის მარაგის აღწარმოება. ბუნებრივ წყალსატევებში თევზის მარაგის გადიდებისათვის თევზებს ხელოვნურად ამრავლებენ, ტარდება სარეწაო სახეობების აკლიმატიზაცია, თევსაშენი წყალსატევების მელიორაცია, ჰიდრომშენებლობათა კაშხლებზე აკეთებენ თევზსაშვებსა და თევზსასვლელებს, უზრუნველყოფენ წყლის დონის მყარ რეჟიმს, წმენდენ მდინარის საქვირითე ადგილებს, აგებენ თევსაშენ ქარხნებს და სხვა.