გიორგი ერისთავი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+ბმული
ხაზი 24:
| სქოლიო =
}}
'''გიორგი დავითის ძე ერისთავი''' (დ. [[1813]], სოფ. [[ოძისი]], ახლანდელი [[დუშეთის მუნიციპალიტეტი]] გ. 9 სექტემბერი/[[22 სექტემბერი]],[[ 1864]], [[გორი]]; დაკრძალულია [[იკორთის ტაძარი|იკორთის მონასტერში]] (სოფ. [[ზემო იკორთი]], ახლანდელი [[გორის მუნიციპალიტეტი]]), [[ქართველები|ქართველი]] დრამატურგი, პოეტი, ქართული თეატრის აღმაშენებელი.
 
სწავლობდა [[თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი|თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში]] (1824-1825), შემდეგ მცირე ხნით [[მოსკოვი|მოსკოვში]], კერძო პანსიონში. 1830 წლიდან მონაწილეობდა მეფის რუსეთის საწინააღმდეგო შეთქმულებაში, რისთვისაც 1832 წლის დეკემბერში დააპატიმრეს. 1834 გადაასახლეს ქ. [[ვილნო]]ში, სადაც ქვეით დივიზიაში გაამწესეს. ერისთავმა შეისწავლა პოლონური ენა და ლიტერატურა, დაუახლოვდა მოწინავე პოლონურ ოჯახებს. 1838 წელს მას ნება დართეს დროებით ჩამოსულიყო [[საქართველო]]ში, სადაც საბოლოოდ 1842 წელს დაბრუნდა. ერთხანს თბილისში სახელმწიფო სამსახურში იყო, 1854 წლიდან კი სოფ. ხიდისთავში დასახლდა.
 
ერისთავის პირველი გამოქვეყნებული ნაწარმეობია პოემა "ოსური მოთხრობა" (ნაწ. 1, "[[სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი]]", 1832), რომელიც სრული სახეით და ახალი სათაურით "ზარე და ყანიმათ" 1853 წელს ჟურნალ "ცისკარში" დაიბეჭდა. ერისთავის პოეზიაში მნიშვნელოვანია ეროსვნულ-პატრიოტული ("თ. სვიმონ მაჩაბელს", 1833; "უცხო ქვეყნის ჭაბუკს", 1835; "მტკვრისადმი", "ყაბახისადმი", 1836; "კავკაზი და უცნობი", 1854; "თ. ნიკოლოზ მელიტონის ძის ბარათოვის გარდაცვალებაზედ") და სატრფიალო ("თეოდოსია მირეცკას", 1840; "მოგონება", 1844; "გულს", 1845; "კნიაჟნა დარია ბეგთაბეგოვისას", 1849) მოტივები. სატირულიუმორისტულ ლექსებში ერისთავი კიცხასვს ე. წ. მაღალი საზოგადოების ზნეობრივ გადაგვარებას ("დედა და ქალი", 1838; "ფიქრი ყმაწვილი ქალისა", 1839; ". ერთი კაცი წვა სნეული", 1854).
 
ერისთავის შემოქმედების უმნიშვნელოვანესი ნაწილია დრამატული თხზულებები. მან ერთ-ერთმა პირველმა დაუდო სათავე ქართულ კრიტიკულ რეალიზმს, მტკიცე საფუძველი ჩაუყარა კომედიოგრაფიას, დააარსა ქართული პროფესიული თეტრი, რომელსაც 1850-1854 წლებში ხელმძღვანელობდა ([[გიორგი ერისთავის თეატრი]]). იყო უდიდესი კულტურული წამოწყების ინიციატორი: პირველი ქართული სალიტერატურო ჟურნალი "ცისკრის" დამაარსებელი და რედაქტორი (1852-1853).