მსხალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
კატეგორიის ჩამატება ხილი (HotCat-ის გამოყენებით)
No edit summary
ხაზი 15:
}}
'''მსხალი''' (Pyrus), ხეხილოვანი მცენარის გვარი [[ვარდისებრნი|ვარდისებრთა]] ოჯახისა. ცნობილია 60-მდე სახეობა, ყოფილი სსრკ–ის ტერიტორიაზე გვხვდება 30–ზე მეტი სახეობა. აქედან [[საქართველო]]ში გავრცელებულია 11.
[[ფაილი:202clapps.jpg|მინი|left|250pq250px]]
მსხლის მნიშვნელოვანი სახეობებია (საიდანაც შეიქმნა კულტურული ჯიშები): Pyrus communis — ველურად იზრდება ევროპაში, დასავავლეთ და შუა აზიაში; Pyrus nivalis — ევროპასა და დასავლეთ აზიაში; Pyrus boissieriana — შუა აზიასა და ირანში; კორჟინსკის მსხალი (Pyrus korshinskyi) — შუა აზიაში; Pyrus serotina — აღმოსავლეთ აზიაში; უსურიული მსხალი (Pyrus ussuriensis) — შორეულ აღმოსავლეთში, ჩრდილო–აღმოსავლეთ ჩინეთსა და კორეის ნახევარ კუნძულზე არის მსხლის დეკორატიული სახეობაც. მისი კულტურული ჯიშები განირჩევიან სიცოცხლის დიდი ხანგრძლივობით (200 წლამდე). ხის სიმაღლე 15–20 მეტრს აღწევს, ვარჯი — პირამიდულია, ფესვი — მთავარღეძიანი და ნაკლებდატოტვილი, ფოთოლი — კვერცხისებრი, მუქი მწვანე, პრიალა და დაკბილული, ყვავილი თეთრი, იშვიათად ვარდისფერი ან წითელი, ნაყოფი — სხვადასხვა ფორმის, ძალიან წვრილი (25 გ) ან მსხვილი (300 გ და მეტი), ყვითელი ან მწვანე, არის ლოყაწითელიც. მცენარე სინათლის მოყვარულია, ნაკლებად გვალვაგამძლე. ყინვაგამძლეობით ჩამორჩება ვაშლსა და ალუბალს. იზრდება ყოველნაირ ნიადაგზე (გარდა ქვიშიანი, ბიცობი და დამლაშებული ნიადაგისა), უფრო შავ მიწას და წაბლა ნიადაგს ირჩევს. ჯიშების უმეტესობა მოითხოვს ჯვარედინ დამტვერვას. სწრაფმზარდ საძირეზე ნამყენი მსხალი მსხმოიარობას იწყებს 5-6 წლიდან და მეწლეობა ნაკლებად ახასიათებს. ნაყოფს იყენებენ ნედლად, გამხმარს, ამზადებენ წვენს, [[ღვინო]]ს, [[კომპოტი|კომპოტს]], [[ჩირი|ჩირს]], [[ცუკატი|ცუკატს]] და სხვ. კულტურული მსხლის საძირეა [[პანტა]], [[ბერყენა]], [[კომში]]. მსხლის ზოგიერთი სახეობის მერქანს იყენებენ სადურგლო და სახარატო საქმეში, ამზადებენ მუსიკალურ ინსტრუმენტებს.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მსხალი“-დან