მუშაობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: თუ სხეულზე მოქმედებს F ძალა სა სხეული S მანძილით გადაადგილდებ...
 
ილუსტრაცია
ხაზი 1:
თუ სხეულზე მოქმედებს F ძალა სა სხეული S მანძილით გადაადგილდება ამ ძალის გასწვრივ, მაშინ სრულდება მექანიკური მუშაობა: A=|F|.|S| . მუშაობის ერთეულია ჯოული (ჯ)- ეს არის მუშაობა, რომელსაც ასრულებს 1ნ ძალა ძალის მოდების წერტილის 1მ-ზე გადაადგილებისას ძალის მოდების წრფის გასწვრივ. როცა ძალის მიმართულება გადაადგილების მიმართულებასთან α კუთხეს ქმნის:A=|F|.|S|cosα
A=|F|.|S|cosα
ამრიგად, ზოგადად ,სხეულზე მოქმედი ძალის მიერ შესრულებული ძალის მუშაობა ტოლია ძალისა და გადაადგილების მოდულების ნამრავლისა მათ შორის მდებარე კუთხის კოსინუსზე. მუშაობა ალგებრული სიდიდეა-დადებითიც შეიძლება იყოს და უარყოფითიც. მუშაობის ნიშანს განსაზღვრავს კოსინუსის ნიშანი: მუშობა დადებითია, კუთხე ძალასა და გადაადგილებას შორის მახვილია, და უარყოფითია, თუ ეს კუთხე ბლაგვია. კერძოდ, სრიალის ხახუნის მუშაობა ყოველთვის უარყოფითია:α= 180°,cosα=-1.
თუ კუთხე ძალასა და გადაადგილებას შორის მართია,მაშინ ეს ძალა მუშაობას არ ასრულებს. ეს ნიშნავს, რომ შეიძლება სხეული მასზე მოქმედი ძალის გავლენით გადაადგილდეს, მაგრამ ამ დროს მუშაობა არ შესრულდეს. მაგალითად, წრეწირზე მოძრაობისას ცენტრისკენული ძალა მუშაობას არ ასრულებს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მუშაობა“-დან