ოპიზის სიგელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
Gaeser-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა ბოლოს Dawid Deutschland-ის მიერ რედაქტირებული ვე�
ხაზი 1:
{{ქართული სამართლის ისტორია}}
'''ოპიზის სიგელი''', ასევე '''ოპიზართა სიგელი''' — ძველი ქართული [[სამართალი|სამართლის]] მნიშვნელოვანი ძეგლი და წყარო, თარიღდება [[1027]]-[[1072]] წლებით. სიგელი თავისი შინაარსით სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომელიც ორი მონასტრის — [[ოპიზა|ოპიზისა]] და [[მიჯნაძორი]]ს დავას ეხება მამულების შესახებ. რადგანაც საქმე [[მონასტერი|მონასტრებს]] შორის სადავო საკითხს ეხება, სასამართლო პროცესი დიდად მნისვნელოვანია და სახმე უშუალოდ [[მეფე|მეფის]] თავმჯდომარეობით ირჩევა. ძეგლი ქართული სამართლის ისტორიის მრავალ საკითხს არკვევს. როგორც სიგელის შინაარსიდან ჩანს, სასამართლო ორ [[მონასტერი|მონასტერს]] შორის მაზავებლის ფუნქციას ასრულებს. ძეგლში წარმოჩენილია სასამართლო პროცესში მხარეების უფლება–მოვალეობანი, მტკიცების საშუალებები და სხვა. მოცემულია ასევე მეფის დომენის სამართლებრივი რეჟიმის დახასიათება. მნიშვნელოვანია, რომ სიგელში დამოწმებულია [[სამართალი|სამართლის]] სპეციალისტების მონაწილეობა სასამართლო პროცესში და სხვა<ref>ივ. სურგულაძე, ქართული სამართლის ისტორიის ნარკვევები, თბილისი, 2000, გვ. 20</ref>.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოპიზის_სიგელი“-დან