ჰიქსოსები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:ibscha.jpg|thumb|200px|აზიელი ხალხები ეგვიპტეში]]
'''ჰიქსოსები''' - აზიელი ტომები, რომლებიც დაახლოებით ძვ. წ. 1720 წელს [[წინა აზია|წინა აზიიდან]] შეიჭრნენ [[ეგვიპტე]]ში, დამკვიდრდნენ ნილოსის დელტაში (თითქმის 140 წელი იბატონეს) და დააარსეს თავიანთი დედაქალაქი [[ავარისი]]. სახელი ჰიქსოსები ეგვიპტურია, [[მანეთონი|მანეთონთან]] იგი "მწყემსთა მეფეებს" აღნიშნავს, ხოლო უფრო ადრე "ქვეყნების მმართველებს". ჰიქსოსების ნამდვილი ეთნიკური სახელწოდება უცნობია. მათი სახელების უმეტესობა არიულ-ხურიტული წარმოშობისაა, სემიტურიც საკმაოდ ბევრია. ჰიქსოსების მეფეები სწრაფად "გაეგვიპტელდნენ" და ფარაონის ტიტულებიც მიიღეს. მე-15-16 დინასტიებს უკვე ჰიქსოსური წარმოშობის დინასტიებად მიიჩნევდნენ. ჰიქსოსებმა ვერ შეძლეს მთელი ეგვიპტის დამორჩილება - [[თებე]]სა და მეზობელ ოლქებში ეგვიპტელი მეფეები ისხდნენ.
თებეს მმართველები სათავეში ჩაუდგნენ ჰიქსოსების წინააღმდეგ განმათავისუფლებელ ომს (ძვ.წ. 1650-1580 წწ.) [[იაჰმეს I]]-მა ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ აიღო ავარისი და საბოლოოდ განდევნა ჰიქსოსები ქვეყნიდან. ჰიქსოსების მთავარი ღვთაება იყო [[სეთი]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰიქსოსები“-დან