აუნ სან სუ ჩი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: sh:Aung San Suu Kyi
ხაზი 5:
დაიბადა [[1945]] წლის [[19 ივნისი|19 ივნისს]] [[რანგუნი|რანგუნში]]. განათლება მიიღო [[დიდი ბრიტანეთი|დიდ ბრიტანეთში]], ოქსფორდისა და ლონდონის უნივერსიტეტში. [[1988]] წელს იგი ბრუნდება ბირმაში და იწყებს აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას. ამ პერიოდში [[მიანმარი|მიანმარში]] ხელისუფლებაში მოდის სამხედრო ხუნტა, რომელიც უსასტიკესად უსწორდება თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს. აუნგ სან სუ კი შედის პოლიტიკურ მოძრაობაში "ეროვნული ლიგა დემოკრატიისათვის", რის გამოც პუტჩისტები მას [[1989]] წელს შინაპატიმრობას მიუსჯიან. უკანონო ხელისუფლება მას თავისუფლებას სთავაზობს ქვეყნის დატოვების სანაცვლოდ, მაგრამ მტკიცე უარს იღებს. [[1990]] წელს ხუნტა ატარებს არჩევნებს, სადაც "ეროვნული ლიგა დემოკრატიისათვის " დამაჯერებელ გამარჯვებას აღწევს. მიუხედავად ამისა, არჩევნების შედეგები გაუქმებული იქნა, ხოლო შეიარაღებულმა ძალებმა უარი თქვეს ძალაუფლების გადაცემაზე. ამ მოვლენებმა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო და [[1991]] წელს აუნგ სან სუ კის გადაეცა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. პრემიის სახით მიღებული $1.3 მლნ. მან საკუთარი თანამემამულეების ჯანმრთელობის განვითარებასა და განათლების გავრცელებას მოახმარა. შინაპატიმრობიდან სუ კი გათავისუფლდა [[1995]] წლის ივლისში. [[1999]] წელს დიდ ბრიტანეთში მას გარდაეცვალა მეუღლე, მაგრამ სამხედრო ხუნტამ მას ქვეყნიდან გასასვლელი ვიზა არ მისცა. [[2000]] წლის სექტემბერში პუტჩისტებმა იგი კვლავ შინაპატიმრობაში მოათავსეს და მხოლოდ [[2002|2002 წლის]] [[6 მაისი|6 მაისს]] [[გაერო|გაეროს]] შუამავალთა ჩარევით მას კვლავ დართეს თავისუფლად გადაადგილების ნება. [[2003]] წლის [[30 მაისი|30 მაისს]] სოფელ დეპაინში ხუნტის მიერ დაქირავებული შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ მის ავტომობილს, რომლის დროსაც მრავალი მისი მომხრე იქნა მოკლული და დაჭრილი. სუ კიმ მის მძღოლთან ერთად თავს გაქცევით უშველა, მაგრამ იგი მალევე დააპატიმრეს და ქ. იანგონის ციხე ინსეინში მოათავსეს. [[2003]] წელს გადატანილი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ იგი კვლავ შინაპატიმრობის რეჟიმში იქნა გადაყვანილი მიანმარის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით. მიანმარის ოპოზიციის ლიდერი დღემდე შევიწროვებულია საკუთარ ქვეყანაში და შეზღუდული აქვს ქვეყნის შიგნით გადაადგილების უფლება.
 
2010 წლის 13 ნოემბერს გათვისუფლებულ იქნა შინაპატიმრობიდან.<ref>[http://www.radiotavisupleba.ge/archive/geo-news/20101113/1001/1001.html?id=2219178 რადიო თავისუფლება: ბირმის ხელისუფლებამ დემოკრატიისთვის მებრძოლი ლიდერი, აუნ სან სუ ჩი შინაპატიმრობიდან გაათავისუფლა]</ref>
{{DEFAULTSORT:ჭი, აუნ სან სუ}}
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
{{DEFAULTSORT:ჭი, აუნ სან სუ}}
[[კატეგორია:მიანმარელები]]
[[კატეგორია:ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებისათვის]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აუნ_სან_სუ_ჩი“-დან