სოლიდარობა (პოლონური პროფკავშირი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: მინი|მარჯვნივ|სოლიდარობა '''სოლიდარობა''' ([[პო...
 
ხაზი 15:
=== სოლიდარობა სოლიდარობას ===
 
მიუხედავად აკრძალვისა, მსოფლიო ლიდერებმა ორგანიზაციას დიდი მხარდაჭერა გამოუცხადეს, მათ შორის [[რონალდ რეიგანი|რონალდ რეიგანმა]] და [[მარგარეტ ტეტჩერი|მარგარეტ ტეტჩერმა]], დასავლელმა კომუნისტებმა. განსაკუთრებული როლი რომის პაპისა და რონალდ რეიგანის ე.წ. „წმინდა ალიანსმა“ ითამაშა. [[იოანე–პავლეიოანე-პავლე II]]-ის თხოვნით, ამერიკის პრეზიდენტმა პოლონეთს ეკონომიკური სანქცია დაუწესა. საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლამ შედეგი გამოიღო – 1983 წლის ივლისში ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა ოფიციალურად გაუქმდა, თუმცა, გამკაცრებული კონტროლი სამოქალაქო თავისუფლებაზე და პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალაში რჩებოდა 1980–იანი წლების ბოლომდე.
 
მიუხედავად იმისა, რომ „სოლიდარობის“ ლიდერები დააპატიმრეს, ორგანიზაციის იატაკქვეშა სტრუქტურებმა მოქმედება დაიწყეს. 1982 წელს მაუწყებლობა დაიწყო რადიო „სოლიდარობამ“. მიუხედავად დევნისა, ორგანიზაცია აგრძელებდა გაფიცვების ორგანიზებას, რასაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ხშირად მსხვერპლი მოჰყვებოდა.
 
სამხედრო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, სოლიდარობის მრავალ წევრს ამნისტია შეეხო, მათ შორის ლეხ ვალენსასაც. 1983 წელს ის ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა მშვიდობის დარგში. პოლონეთის მთავრობამ უარი განაცხადა მისთვის საზღვარგარეთის პასპორტი მიეცა, რათა ის კუთვნილი ჯილდოს მისაღებად [[ოსლო]]ში ჩასულიყო. ნობელის პრემია მისმა მეუღლემ ჩაიბარა. მოგვიანებით გაირკვა, რომ პოლონეთის უშიშროების სამსახურმა ყალბი დოკუმენტები შეადგინა, რომლებიც ვალენსას ამორალურ და უკანონო ქმედებების ჩადენაში ადანაშაულებდა. ამ ნაბიჯით პოლონეთის ხელისუფლებას სურდა ვალენსას კანდიდატურა ჩავარდნილიყო.
 
=== ცვლილებათა ქარი ===