ლაშქარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''ლაშქარი''', [[ომი]]ს დროს სამოქალაქო მოსახლეობისაგან (უმთავრესად მოხალისეებისაგან) შექმნილი სამხედრო ფორმირება. ლაშქარი, როგორც უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლაში ხალხთა მასების ჩაბმის ფორმა, ცნობილია უძველესი დროიდან. ლაშქარს უწოდებენ აგრეთვე შუა საუკუნეების [[მილიცია|მილიციის]] ტიპის სამხედრო ფორმირებებს (რაინდთა, აზნაურთა და საქალაქო ლაშქარი). XVII საუკუნის დასაწყისში სახალხო ლაშქარმა [[კუზმა მინინი]]სა და [[დიმიტრი პოჟარსკი]]ს მეთაურობით უდიდესი როლი ითამაშა პოლონელი და შვედი ინტერვენტების წინააღმდეგ ბრძოლაში. [[1812]] წლის სამამულო ომის დროს და [[მეორე მსოფლიო ომი|დიდ სამამულო ომის]] ([[1941]]-[[1945]]) დროს სახალხო ლაშქარი აქტიურად ებრძოდა მტერს.
 
* რევოლუციამდელ რუსეთში (1874-1917) სამხედრო ვალდებულთა კატეგორიას, რომელსაც იწვევდნენ ომის დროს, ეწოდებოდა სახელმწიფო ლაშქარი.
ხაზი 5:
* ფეოდალურ [[საქართველო]]ში ლაშქარი ეწოდებოდა როგორც ფეოდალურ ჯარს (ფეოდალებსა და მსახურებს), ისე ჯარის ფეოდალურ ზედაფენას. სახალხო ლაშქარი („ჯარი-ხალხი“) [[ფეოდალიზმი]]ს გამარჯვებასთან ერთად გაქრა. მისი გაწვევა ხდებოდა მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში. ასეთ დროს იწვევდნენ ყველა სრულწლოვან მამაკაცს („ქუდზე კაცი“). გვიანდელ შუა საუკუნეებში ლაშქრის გაწვევა გახშირდა „[[ლეკიანობა|ლეკიანობისა]]“ და [[ოსმალეთი|ოსმალეთ]]-[[სპარსეთი]]ს შემოსევების გამო („მდევარი“, „ყარაული“ და ა.შ.). [[რუსეთი|რუსეთთან]] შეერთების შემდეგ რუსეთ-ოსმალეთის და რუსეთ-ირანის ომებში მონაწილეობდნენ ქართული ლაშქრის (მოხალისეების) ანუ ქართული მილიციის მრავალრიცხოვანი შენაერთები, რომლებმაც მამაცური ბრძოლისთვის არაერთი ჯილდო დაიმსახურეს.
 
== ლიტერატურა ==
* ''შაიშმელაშვილი ი.'', ქსე, ტ. 6, გვ. 149, თბ., 1983
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლაშქარი“-დან