მალჰოლანდ დრაივი (ფილმი): განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 22:
}}
'''მულჰოლენდ დრაივი''' ([[ინგლ.]] Mulholland Dr.) არის [[2001]] წლის [[ამერიკა|ამრიკული]] ფსიქოლოგიური ტრილერი, რომლის სცენარის ავტორი და რეჟისორია [[დევიდ ლინჩი]]. მონაწილეობენ: [[ნაომი უოტსი]], [[ლაურა ჰერინგი]] და [[ჯასტინ ტერუ]]. კრიტიკოსებმა ეს [[სიურრეალიზმი|სურეალისტური]] ფილმი კარგად შეაფასეს და 2001 წელს ლინჩმა მიიღო [[კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო რეჟისორი|კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო რეჟისორისათვის]]
თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო სატელევიზიო სერიალის შექმნა და რეჟისორის გეგმის მიხედვით, ფილმის დიდი ნაწილი ამ მიმართულებით იქნა გადაღებული. ნამუშევრის ნახვის შემდეგ, ტელევიზიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ის გაეუქმებინა. ამის შემდეგ ლინჩმა შექმნა ამ პროექტის დასასრული და გადააკეთა მხატვრულ ფილმად. მისი დამახასიათებელი სტილით გაჯერებულმა ნახევრად სატელევიზიო პილოტმა და ნახევრად მხატვრულმა ფილმმა შექმნა ერთგვარი საზოგადო აზრი ფილმის შინაარსის განმარტებასთან დაკავშირებით. რეჟისორმა უარი თქვა, რომ აეხსნა თუ რა იყო მისი განზრახვა სიუჟეტთან მიმართებაში, რითაც მაყურებელი, კრიტიკოსები და სამსახიობო კოლექტივი დაბნეული დატოვა იმასთან დაკავშირებუთ თუ რა ხდება.
|